ქაბულში, საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-13 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის გაძლიერებულმა ოცეულმა უფლებამოსილება გადაიბარა.
როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ბაზა „ფენიქსზე“ გამართულ ოფიციალურ ცერემონიალს, ქართველ სამხედრო ხელმძღვანელობასთან ერთად ამერიკელი და ალბანელი სამხედროებიც დაესწრნენ.
„შავნაბადას“ ბატალიონის გაძლიერებული ოცეული ამერიკული სარდლობის დაქვემდებარებაში ბაზა „ფენიქსზე“ 6 თვის განმავლობაში იქნება დისლოცირებული. ქართველი ჯარისკაცების მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს. მათი მისია ბაზის ტერიტორიაზე შიდა და გარე პერიმეტრების პატრულირება, საგუშაგოების გამაგრება, მთავარი გამშვები პუნქტის კონტროლი და სხვა დავალებების შესრულება წარმოადგენს.
საერთაშორისო მისიაში მონაწილეობის მისაღებად მომზადება მე-13 ბატალიონის ჯარისკაცებმა ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ 6 კვირის განმავლობაში გაიარეს.