მისი თქმით, მას არ აშინებს ბრალის წაყენება და „აწყობს“ კიდეც, რადგან ასე ხალხს დაანახებს, თუ რას ედავებიან:
„თქვენ ბრძანდებით არა მხოლოდ უმრავლესობის ხელმძღვანელი, არამედ პარლამენტის თავმჯდომარე. ერთნაირად უნდა ზრუნავდეთ როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის ავტორიტეტზე და მის საქმიანობაზე. თქვენმა სწრაფმა რეაქციამ ძალიან გამაკვირვა, რაც ჩემთან დაკავშირებით კანონის შესწორებას მოჰყვა. ჩემი ცხოვრება ისე მივლია, რომ იმუნიტეტი არასდროს დამჭირვებია. ჩემი იმუნიტეტი ჩემი სიმართლეა. არ მინდა დავიჯერო, რომ ასეთი მიდგომის მიზეზი თქვენი პირადი დამოკიდებულება იყო. ახლა შემთხვევით გავიგე, თქვენი ნათესაური კავშირის შესახებ ცოტნე ბაკურიასთან და მგონია, ეს არაფერ შუაშია. მგონია, რომ ამ საკითხს პოლიტიკური მორჩილების გამო აუბით მხარი“- მიმართა ახალაიამ უსუფაშვილს.
მისი თქმით, სადეპუტატო იმუნიტეტთან დაკავშირებით კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგებს სამომავლოდ უმრავლესობის წევრებიც მოიმკიან.