reportiori.ge - დავით ლორთქიფანიძე: მთავარ პროკურორს ვთხოვე, ლეჟავა დაიბაროს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 09:36
პოლიტიკა
დავით ლორთქიფანიძე: მთავარ პროკურორს ვთხოვე, ლეჟავა დაიბაროს
16 აპრილი, 2014. 16:08



პარლამენტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, პაატა ლეჟავას განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით ლორთქიფანიძის გაღიზიანება მოჰყვა. რის შემდეგაც დეპუტატებს შორის დაპირისპირება მოხდა. დავით ლორთქიფანიძე პროკურატურას სთხოვს პასუხი გასცეს პაატა ლეჟავას ამ განცხადებას.

„პარლამენტის ტრიბუნიდან  ლეჟავამ საკმაოდ სერიოზული ბრალდება წაუყენა პროკურატურას. მისი თქმით, მის ბიძაშვილთან, მამუკა ლეჟავასთან, რომელიც კარგა ხანია დაკავებულია ნარკოტიკებთან დაკავშირებით, საკანში შევიდა ორი პროკურორი, რომლებმაც  მოსთხოვეს პაატა ლეჟავას საწინააღმდეგოდ ჩვენების მიცემა, თითქოს ის 26 მაისს გარდაცვლილ სულიკო ასათიანის ოჯახში დადიოდა და აშანტაჟებდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი პროკურორები არ შესულან მამუკა ლეჟავასთან საკანში. ასეთი რამ ძველი ხელისუფლების დროს ხდებოდა და ეტყობა ლეჟავას ისევ იქ ჰგონია თავი.“-ამბობს „რეპორტიორთან“ საუბარში ლორთქიფანიძე.

მისი თქმით, ჯერ კიდევ სიცოცხლის პერიოდში აშანტაჟებდა ლეჟავა სულიკო ასათიანს,რომელიც ამის გამო შემოვლითი გზებით დადიოდა აქციებზე.

 

ლეჟავა გარემოების გადაფარვას სულელური განცხადებებით ცდილობს,როცა  ამბობს, რომ გარდაცვლილის ოჯახი მას ეკონომიურ დახმარებას სთხოვდა, არადა ძალიან შეძლებული ხალხია. ის ინტენსიურად დადიოდა 26 მაისს მაღაზიის თავზე ნაპოვნი, გარდაცვლილი სულიკო ასათიანის ოჯახში და აშანტაჟებდა, რომ  შეეწყვიტათ სამართლიანობისთვის ბრძოლა.  მთავარ პროკურორს ვთხოვ,  დაიბარონ კრიმინალი ლეჟავა დაკითხვაზე  და გაარკვიონ ვისი დავალებით აკეთებდა  ამას.“-აცხადებს ლორთქიფანიძე.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016