NATO-ს მოკავშირეებმა, უკრაინაში განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ახლახან მიიღეს. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა.
„უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით სამომავლო ღონისძიებები ახლახან განვსაზღვრეთ . ეს უფრო მეტ თვითმფრინავს ნიშნავს ჰაერში, მეტ გემს წყალში და უფრო მეტ მომზადებას ხმელეთზე“-განაცხადა რასმუსენმა.
მისი განცხადებით, თვითმფრინავები ბალტიისპირეთის ქვეყნების საჰაერო სივრცეში მეტ ფრენას განახორციელებენ, ნატოს მოკავშირეების გემები კი ბალტიის ზღვასა და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით განთავსდებიან.
„ნატოს მოკავშირე ქვეყნები საბრძოლო მზადების განსამტკიცებლად ნაბიჯებს გადადგამენ , გაფართოვდება წვრთნები და მანევრები. ჩვენი გეგმები გაძლიერდება და გადაიხედება“-განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.