reportiori.ge - ლევან კოღუაშვილი გერმანიაში ჩატარებულ კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორად დასახელდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 14:59
კულტურა
ლევან კოღუაშვილი გერმანიაში ჩატარებულ კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისორად დასახელდა
16 აპრილი, 2014. 18:17



რეჟისორი ლევან კოღუაშვილი გერმანიის ქალაქ ვისბადეში ჩატარებულ ყოველწლიურ კინოსფესტივალზე  ფილმისთვის „შემთხვევითი პაემნები“ საუკეთესო რეჟისორად დასახელდა.

 

 

ფილმი 40 წლის მარტოხელა მამაკაცის სევდიან ყოფას ასახავს, რომელიც რეჟისორმა რეალური ცხოვრებიდან აიღო.  „შემთხვევითი პაემნების“ მთავარ გმირს, მისი მშობლები კარნახობენ, თუ როგორც იცხოვროს და რა აკეთოს. ფილმში მთავარ როლებს ანდრო საყვარელიძე, ია სუხიტაშვილი, არჩილ ქიქოძე, კახი კავსაძე და მარინა ქარცივაძე ასრულებენ.

 

როგორც თავად რეჟისორმა განაცხადა, ფილმის სცენარი მისი ყოფილი პედაგოგის  მიერ მოთხრობილი ისტორიის მიხედვით დაწერა.

 

„ ჩემი ყოფილი პედაგოგი ბორის ფრუმინია, რომელიც ამერიკაში  მცხოვრები რუსი ემიგრანტია. სწორედ მან მიამბო დედა როგორ ურჩევდა ცოლი მოეყვანა და რა სასაცილო გაგრძელება მოჰყვა ამ ისტორიას. ვფიქრობ, ეს ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემაა, რადგან  ზრდასრული მამაკაცები ხშირად ისევ მშობლებთან ცხოვრობენ, მათ კისერზე არიან ჩამოკიდებლნი და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას ვერ იღებენ“-განაცხდა ლევან კოღუაშვილმა.

 

მისი თქმით, ფილმი სევდიანი კომედიაა, რომელშიც უფრო მსუბუქი ნოტები სჭარბობს, ვიდრე დრამატული.

 

 


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016