reportiori.ge - სადახლოს საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული ოქროს ნივთები ამოიღეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 07:35
სამართალი
სადახლოს საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული ოქროს ნივთები ამოიღეს
ავტორი:
16 ივლისი, 2013. 19:57

16 ივლისს, შემოსავლის სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა  სომხეთიდან არადეკლარირებული ოქროს ნივთების შემოტანის ცდელობა გამოააშკარავეს. სომხეთის მოქალაქე სონა ა.-ს ფიზიკური დათვალიერებისას არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: 3 ცალი ოქროს ბეჭედი, 5 ცალი ოქროს სამაჯური, 8 ცალი ოქროს ყელსაბამი, 1 ცალი ოქროს კულონი, 4 ცალი ოქროს ჯვარი და 2 წყვილი ოქროს საყურე, საერთო წონით 230,9 გრამი აღმოაჩნდა. ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე არადეკლარირებული საქონლის სატარიფო ღირებულებამ 9282,6 ლარი შეადგინა. არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების საბაჟო პროცედურების გვერდის ავლით ქვეყანაში შემოტანა სომხეთის კიდევ ერთმა მოქალაქემ ნარინე მ. სცადა. აღნიშნული მოქალაქის ბარგისა და ხელბარგის დათვალიერებისას მას ხელბარგში არადეკლარირებული საქონელი - 9 ცალი ოქროს ბეჭედ, 8 წყვილი ოქროს საყურე, 5 ცალი ოქროს ჯვარი, საერთო წონით 84 გრამი აღმოაჩნდა. აღნიშნული არადეკლარირებული ოქროს ნივთების საერთო ღირებულებამ 3365.26 ლარი შეადგინა. საგადასახადო კოდექსის 289 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, სონა ა.-ს 9282,6 ლარის ოდენობით, ხოლო ნარინე მ.-ს 3365.26 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016