კონფლიქტები
ცხინვალის უშიშროების კომიტეტი: სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ცხინვალიდან საქართველოს მოქალაქე სამი ჟურნალისტი გააძევა
ავტორი: ნინი მოდრეკილი
16 აპრილი, 2014. 22:46
ე.წ. სამხრეთ ოსეთის მედიასაშუალებები ქართველი ჟურნალისტების გათავისუფლებაზე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის კომენტარს ასაჯაროებენ. საინფორმაციო სააგენტო "რესის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, TV 3-ის ჟურნალისტები "რესპუბლიკის ტერიტორიიდან ადმინისტრაციული წესით გააძევეს”.
"სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ რესპუბლიკის ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქე სამი ჟურნალისტი გააძევა, რომლებიც გუშინ სახელმწიფო საზღვრის დარღვევისთვის დააკავეს. ამის შესახებ "რესს" უშიშროების კომიტეტში განუცხადეს. საქართველოს სამი მოქალაქის მიმართ გამოყენებულია ადმინისტრაციული გადაწყვეტილება მათი რესპუბლიკის ტერიტორიიდან გაძევების შესახებ. ეს გაკეთდა სამხრეთ ოსეთის კეთილი ნების ნიშნად", – ნათქვამია ე.წ. უშიშროების კომიტეტის განცხადებაში.
12 თებერვალი, 2016. 11:05
19 დეკემბერი, 2015. 13:29
05 ნოემბერი, 2015. 12:49
29 ოქტომბერი, 2015. 12:32
13 ოქტომბერი, 2015. 14:18
26 აგვისტო, 2015. 13:42
13 აგვისტო, 2015. 12:49
04 აპრილი, 2015. 10:36
03 აპრილი, 2015. 20:10
12 მარტი, 2015. 20:18
28 თებერვალი, 2015. 15:39
21 თებერვალი, 2015. 12:07
18 თებერვალი, 2015. 18:30
17 თებერვალი, 2015. 20:02