ვენების კვირის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღეა დიდი ხუთშაბათი,რომელსაც მართლმადიდებლები განსაკუთრებულად ხვდებიან,ვინაიდან ამ დღეს ღვთის მსახურებაზე ხდება გახსენება იესო ქრისტეს მიერ მოწაფეთათვის ფეხთ დაბანისა, საიდუმლო სერობისა, გეთსიმანიის ბაღში იესოს ლოცვისა და იუდას მიერ მაცხოვრის გაცემისა.სწორედ დიდი ხუთშაბათის დღეს,საიდუმლო სერობის დროს დაადგინა მაცხოვარმა ზიარების საიდუმლო,ამიტომ ყოველი მორწმუნე უნდა ეცადოს ამ დღეს აუცილებლად ეზიაროს,რათა დაიმკვიდროს მარადიული ადგილი ცათა სასუფეველში,როგორც ამას თავად მაცხოვარი გვამცნობს:"და რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემთანა დადგრომილ არს, და მე მის თანა".
როგორც წესი ამ დღეს მორწმუნეებს სამების საკათედრო ტაძარში თავად პატრიარქი აზიარებს ხოლმე.ეს დღე აღსანიშნავია იმითაც, რომ ამავე ხუთშაბათს სიონის საკათედრო ტაძარში სრულდება ფეხთბანის რიტუალი. კათოლიკოს-პატრიარქი იწვევს თორმეტ მღვდელს და ბანს ფეხებს. ამითი ჩვენ ვიხსენებთ, როგორ დაბანა ფეხები მაცხოვარმა თავის თორმეტ მოწაფეს . ვნების შვიდეულის ხუთშაბათი დღე მომარხულეთათვის ზეთით ხსნილია,ამავდროულად ამ დღიდან აღარ იკითხება წმინდა ეფრემ ასურის სინანულის ლოცვა „უფალო და მეუფეო..."