2014 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ქართული ღვინის ექსპორტმა მსოფლიოს 19 ქვეყანაში, 15 488 184 ბოთლი შეადგინა. განცხადება ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან დავითაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
საექსპორტი ბაზრის პირველი ხუთეულია: რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, პოლონეთი და ლატვია. აქედან, ექსპორტის მთლიან მოცულობაში რუსეთი 71%-ით ლიდერობს.
პირველ კვარტალში 9 ქვეყანაში ბრენდის ექსპორტმა 3 940 202 ბოთლი შეადგინა. ბრენდის ექსპორტი თანხაში 14 486 685 აშშ დოლარია, რაც 113 %-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტიორ ქვეყნებს შორის უკრაინა ლიდერობს, სადაც ექსპორტმა პირველ კვარტალში 2 504 520 ბოთლი შეადგინა.
მეორე ადგილს რუსეთი იკავებს, სადაც საანგარიშო პერიოდში 1 242 408 ბოთლი ბრენდია ექსპორტირებული.