reportiori.ge - „ნაციონალური მოძრაობა“: საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით პარადოქსული ვითარებაა შექმნილი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 10:38
მედია
„ნაციონალური მოძრაობა“: საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით პარადოქსული ვითარებაა შექმნილი
17 აპრილი, 2014. 16:16


„ნაციონალური მოძრაობა"  საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობის გამო ხელისუფლებას აკრიტიკებს. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ტელევიზიასთან დაკავშირებით პარადოქსული ვითარებაა შექმნილი.

 

,,მთავრობის გაუაზრებელმა პოლიტიკამ "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" დაკავშირებით მიგვიყვანა იმ პარადოქსულ მდგომარეობამდე, როდესაც კანონმა განსაზღვრა, რომ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეთვალყურეო საბჭოში უნდა იყოს 9 წევრი, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომ შვიდს უფლებამოსილება აღუდგინა. უკვე არჩეულია ოთხი წევრი და კიდევ ასარჩევია 7 წევრი. ამ ქვეყანაში ბავშვებმაც კი იციან, რომ 15 ნამდვილად არ უდრის 9-ს, მაგრამ მთავრობამ ეს ვერ გაარკვია და დღეს გვაქვს სიტუაცია, როდესაც წევრთა რაოდენობამ შეიძლება გადააჭარბოს იმ რაოდენობას, რაც განსაზღვრულია კანონის მიხედვით. საპარლამენტო უმცირესობა მთავრობას სთავაზობს, რომ წავიდეთ რიგითობის პრინციპით. მას შემდეგ რაც მაუწყებლის ძველ წევრებს შეუწყდებათ უფლებამოსილება, დაემატოს ახალი", - განაცხადა  სერგო რატიანმა.

 


დღევანდელ პლენარულ სხდომაზე პარლამენტი „საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოში ვაკანტურ ადგილებზე ხუთი წევრის დამტკიცებას შეეცდება. კანდიდატები სხვადასხვა პოლიტიკური ძალის მიერ არიან წარდგენილები. სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატები არიან გიორგი კოხრეიძე, ნინია კაკაბაძე, დავით კიზირია, გრიგოლ გოგელია და ალექსანდრე ვახტანგოვი. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016