reportiori.ge - ილია II: ქართველი ადამიანი არავის ჩაგრავს, ის თვითონ დაიჩაგრავს თავის თავს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 17:31
რელიგია
ილია II: ქართველი ადამიანი არავის ჩაგრავს, ის თვითონ დაიჩაგრავს თავის თავს
ავტორი: ანა ნოდია
17 აპრილი, 2014. 16:17


დიდ ხუთშაბათთან დაკავშირებით სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და დამდეგი აღდგომის დღესასწაული მიულოცა.


"ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ღვთის წყალობა, მადლი მოდის იმ ადამიანზე, რომელიც თავმდაბალია და სათნოება გააჩნია. ქართველი ადამიანი ოდითგანვე ცდილობდა და ცდილობს სარწმუნოება შეინარჩუნოს. ქართველი ადამიანი არავის ჩაგრავს, ის თვითონ დაიჩაგრავს თავის თავს. იმ სარწმუნოებას, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია და რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ვერავინ ვერ შეგვაცვლევინებს და ვერავითარი სხვა ძალა ვერ შეცვლის ამას. სიწმინდე ღვთისგან მოდის, ადამიანს ეფინება და ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ეს სიწმინდე დღემდე გვაქვს და გვექნება კიდეც. ღმერთმა დაგლოცოთ, მადლი და წყალობა არ მოგაკლოთ", - განაცხადა ილია მეორემ.


ქადაგების შემდეგ  ილია მეორემ და სასულიერო პირებმა სამადლობელი ლოცვები წაიკითხეს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016