"ჩვენ გავეცანით რეგიონში გამრიცხველიანების პროცესის მიმდინარეობას, ქვეყნის მასშტაბით 2015 წლამდე აუცილებლად გამრიცხველიანდება ყველა აბონენტი. დღევანდელ შეხვედრაზე გამოიკვეთა პრობლემებიც. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და მაქსიმალურად შევეცდებით რომ ზამთარს შევხვდეთ მომზადებულები", - აღნიშნა კახი კალაძემ.
"ენერგო პრო ჯორჯიას" აღმოსავლეთ საქართველოს ფილიალის უფროსმა დავით ჟღენტმა ენერგეტიკის მინისტრს და მის მოადგილეს ილია ელოშვილს მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ანგარიში წარუდგინა.
დავით ჟღენტის ინფორმაციით, ქვემო ქართლში უკვე გამრიცხველიანებულია 122 913 აბონენტი, 2013 წლის ბოლომდე გამრიცხველიანდება კიდევ 7 117 აბონენტი, 2014 წელს - 1 612 აბონენტი, 2015 წელს - 8 655 აბონენტი.
"ენერგო პრო ჯორჯიას" აღმოსავლეთ საქართველოს ფილიალის უფროსის განცხადებით, მცხეთა-მთიანეთში დღემდე გამრციხველიანებულია 39 731 აბონენტი, 2013 წლის ბოლომდე გამრიცხველიანდება 2 407 აბონენტი, 2014 წელს – 2 574 და 2015 წელს – 2 247 აბონენტი. მისივე განმარტებით, კასპის რაიონში უკვე გამრიცხველიანებულია 14 447 აბონენტი, 2013 წლის ბოლომდე გამრიცხველიანდება 2 102 აბონენტი, 2014 წელს – 2 240 აბონენტი, ხოლო 2015 წელს – 1 918 აბონენტი.