reportiori.ge - კახა კალაძე: 2015 წლამდე ყველა აბონენტი გამრიცხველიანდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 19:30
საზოგადოება

-->
კახა კალაძე: 2015 წლამდე ყველა აბონენტი გამრიცხველიანდება
ავტორი:
14 აგვისტო, 2013. 12:16

- +

"ჩვენ გავეცანით რეგიონში გამრიცხველიანების პროცესის მიმდინარეობას, ქვეყნის მასშტაბით 2015 წლამდე აუცილებლად გამრიცხველიანდება ყველა აბონენტი. დღევანდელ შეხვედრაზე გამოიკვეთა პრობლემებიც. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ და მაქსიმალურად შევეცდებით რომ ზამთარს შევხვდეთ მომზადებულები", - აღნიშნა კახი კალაძემ. 

"ენერგო პრო ჯორჯიას" აღმოსავლეთ საქართველოს ფილიალის უფროსმა დავით ჟღენტმა ენერგეტიკის მინისტრს და მის მოადგილეს ილია ელოშვილს მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ანგარიში წარუდგინა. 

დავით ჟღენტის ინფორმაციით, ქვემო ქართლში უკვე გამრიცხველიანებულია 122 913 აბონენტი, 2013 წლის ბოლომდე გამრიცხველიანდება კიდევ 7 117 აბონენტი, 2014 წელს - 1 612 აბონენტი, 2015 წელს - 8 655 აბონენტი. 
"
ენერგო პრო ჯორჯიას" აღმოსავლეთ საქართველოს ფილიალის უფროსის განცხადებით, მცხეთა-მთიანეთში დღემდე გამრციხველიანებულია 39 731 აბონენტი, 2013 წლის ბოლომდე გამრიცხველიანდება 2 407 აბონენტი, 2014 წელს – 2 574 და 2015 წელს – 2 247 აბონენტი. მისივე განმარტებით, კასპის რაიონში უკვე გამრიცხველიანებულია 14 447 აბონენტი, 2013 წლის ბოლომდე გამრიცხველიანდება 2 102 აბონენტი, 2014 წელს – 2 240 აბონენტი, ხოლო 2015 წელს – 1 918 აბონენტი. 


ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016
არქივი