მართლმადიდებელი მორწმუნეებისათვის წლის ყველაზე მძიმე დღეა დიდი პარასკევი (წითელი პარასკევი).ამ დღეს კაცობრიობამ ღმერთს სიკვდილი მიუსაჯა,არასოდეს დაუცინავთ ღმერთისათვის ისე საშინლად ,როგორც ამ დღეს .ზეციური სიყვარული გაითელა ადამიანური სიძულვილით, ნათელი ჭეშმარიტი შეურაცხყოფილი იქნა სიცრუითა და ადამიანური ღალატით და ამიტომ ჯვარს აცვეს გოლგოთაზე ძე ღვთისა.იმ წუთებში კაცობრიობა განაჩენს ელოდა მაცხოვრის მიერ დათხეული თიოთოეული წვეთი სისხლის გამო.განაჩენი კი იყო :„მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან". ამ სიტყვებმა აღასრულა რაღაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და იდუმალი.მოხდა დაცემული ადამის აღდგინება.ქრისტეს ჯვართან ჯვარცმისას შეკავშირდა სამყაროს მთელი ბოროტება და იქვე მოხდა ამ ბოროტების დამარცხება. „გოლგოთა იყო ბრძოლა სიკეთისა ბოროტებასთნ ,ნათლისა ბნელთან ,ქრიტესი ამა სოფლის თავადთან და ქრისტემ სძლია ამ სოფელს."
ამ დღის სიმძიმიდან გამომინარე მორწმუნეები მთელი დღის განმავლობაში საზრდელზეც კი უარსაც ამბობენ.
დღის 2 საათზე ეკლესიაში სრულდება ეგრედ წოდებული „გარდამოხსნის გადმოსვენება" ანუ იესო ქრისტეს სხეულის ჯვრიდან გადმოხსნის რიტუალი.საღამოს იკითხება „თორმეტი ვნების სახარება"ანუ ყველა ის ადგილი სახარებიდან, სადაც აღწერილია უფლის წმინდა ვნება ჯვარზე.
უძველესი ტრადიციაა დიდი პარასკევს კვერცხის წითლად შეღებვისა,ეს უძველესი ჩვეულებაა.არსებობს გადმოცემა, რომლის მიხედვითაც იესო ქრისტემ თავის მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში გააგზავნა ,რათა ადამიანებისათვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინა.ერთ-ერთი იყო მარიამ მაგდალინელი,რომელიც რომში ჩავიდა იმპერატორ ტიბერიუსთან .მან იმპერატორს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა „ქრისტე აღსდგა".იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა „როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდესო". სიტყვები ჯერაც არ ჰქონდა დამთავრებული ,რომ კვერცხი მართლაც წითლად შეიღება ამ დღის შემდეგ მორწმუნეები წითელი კვერცხით ეგებებიან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.ზოგადად კვერცხი მარადიული სიცოცხლის სიმბოლოა.წითელ ფერში კი სისხლი მოიაზრება ,რადგან იესო ქრისტემ თავისი სისხლით სიცოცხლე განწმიდა და აკურთხა.