reportiori.ge - დიდი პარასკევი და წითელი კვერცხის ტრადიცია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 17:37
რელიგია
დიდი პარასკევი და წითელი კვერცხის ტრადიცია
ავტორი:
18 აპრილი, 2014. 10:58


მართლმადიდებელი მორწმუნეებისათვის წლის ყველაზე მძიმე დღეა  დიდი პარასკევი (წითელი პარასკევი).ამ დღეს კაცობრიობამ ღმერთს სიკვდილი მიუსაჯა,არასოდეს დაუცინავთ ღმერთისათვის ისე საშინლად ,როგორც ამ დღეს .ზეციური სიყვარული გაითელა ადამიანური სიძულვილით, ნათელი ჭეშმარიტი შეურაცხყოფილი იქნა სიცრუითა და ადამიანური  ღალატით  და ამიტომ ჯვარს აცვეს  გოლგოთაზე ძე ღვთისა.იმ წუთებში კაცობრიობა განაჩენს ელოდა მაცხოვრის მიერ დათხეული  თიოთოეული წვეთი სისხლის გამო.განაჩენი კი იყო :„მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან".   ამ სიტყვებმა აღასრულა რაღაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და იდუმალი.მოხდა დაცემული ადამის აღდგინება.ქრისტეს ჯვართან  ჯვარცმისას შეკავშირდა სამყაროს მთელი ბოროტება და იქვე  მოხდა ამ ბოროტების დამარცხება. „გოლგოთა იყო ბრძოლა სიკეთისა ბოროტებასთნ ,ნათლისა ბნელთან ,ქრიტესი ამა სოფლის თავადთან და ქრისტემ სძლია ამ სოფელს."


ამ დღის სიმძიმიდან გამომინარე მორწმუნეები მთელი დღის განმავლობაში საზრდელზეც კი  უარსაც  ამბობენ.


დღის 2 საათზე  ეკლესიაში სრულდება ეგრედ წოდებული „გარდამოხსნის გადმოსვენება" ანუ იესო ქრისტეს  სხეულის ჯვრიდან  გადმოხსნის რიტუალი.საღამოს იკითხება „თორმეტი ვნების სახარება"ანუ ყველა ის ადგილი სახარებიდან, სადაც აღწერილია უფლის წმინდა ვნება ჯვარზე.


უძველესი ტრადიციაა დიდი პარასკევს კვერცხის წითლად შეღებვისა,ეს უძველესი  ჩვეულებაა.არსებობს გადმოცემა, რომლის მიხედვითაც იესო ქრისტემ  თავის მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში გააგზავნა ,რათა ადამიანებისათვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინა.ერთ-ერთი იყო მარიამ მაგდალინელი,რომელიც რომში ჩავიდა იმპერატორ  ტიბერიუსთან .მან იმპერატორს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა „ქრისტე აღსდგა".იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა „როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდესო".   სიტყვები ჯერაც არ ჰქონდა დამთავრებული ,რომ კვერცხი მართლაც წითლად შეიღება ამ დღის შემდეგ მორწმუნეები  წითელი კვერცხით ეგებებიან  აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.ზოგადად  კვერცხი მარადიული სიცოცხლის სიმბოლოა.წითელ ფერში კი სისხლი მოიაზრება ,რადგან იესო ქრისტემ თავისი სისხლით სიცოცხლე განწმიდა და აკურთხა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016