„ჯორჯიან მანგანეზის" ერთ-ერთი დირექტორის, დავით ჭანტურიას აზრით, ქვეყნის ეკონიმიკისთვის ჰუდონჰესისი მსგავსი პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია. როგორც ჭანტურია აცხადებს, ქვეყანამ აუცილებლად უნდა განავითაროს საკუთარი ენერგოპოტენციალი.
„ის, რომ ქვეყანაში არ განხორციელდეს ასეთი მსხვილი ენერგეტიკული პროექტები, უბრალოდ დაუშვებელია, რადგან ვკარგავთ შანსს ეკონომიკური განვითარებისა, რომლის გარეშეც შეუძლებელია საწარმოო განვითარება. არის საუბრები იმაზე, რომ ასეთი მსხვილი პროექტების ნაცვლად, როგორიც ხუდონჰესია, აშენდეს საშუალო და მცირე ჰიდროელექტროსადგურები, მაგრამ ეს გამოსავალი არ არის. ყველა ზომის ჰესი უნდა აშენდეს და ქვეყანამ უნდა გამოიყენოს თავისი ჰიდრორესურსი. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში ვერ შენარჩუნდება ეკონომიკური მდგრადობა. ხუდონჰესი იძლევა იმის საშუალებას, რომ მისი ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ, მინიმუმ არ გაძვირდეს ელექტროენერგიის ტარიფი. ეს თავისთავად არის არა მარტო დადებითი გავლენა და შეღავათი რიგითი მომხმარებლებისთვის, არამედ ელექტროენერგიის საბითუმო და მსხვილი მომხმარებლებისთვისაც, რომელთაც მისცემს შანსს განავითარონ საწარმოები. ეს პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან. ჩემი პასუხი ხუდონზე არის ის, რომ უნდა აშენდეს, აუცილებლად უნდა აშენდეს",- განაცხადა დავით ჭანტურიამ.
(მოამზადა ანა ნოდიამ)