ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში ქალებისთვის სემინარი ჩაატარეს თემაზე “როგორ ვიცხოვროთ საკუთარ ქმართან სიყვარულით“.
მონაწილეებს დაუსვეს შეკითხვა: „ვის გიყვართ ქმარი?“ ყველამ ხელი ასწია.
ქალებს ჰკითხეს, თუ როდის გამოუტყდნენ უკანასკნელად ქმარს სიყვარულში. ზოგმა უპასუხა „დღეს“, ზოგმა – „გუშინ“, ზოგმა კი – „არ მახსოვს“.
შემდეგ ქალებს სთხოვეს, რომ ქმრებისთვის სმს შეტყობინება გაეგზავნათ: „მე შენ მიყვარხარ, ძვირფასო“. შემდეგ მონაწილეებს შესთავაზეს, გაეცვალათ ტელეფონები და ერთმანეთის ტელეფონებში მოსული ტექსტური შეტყობინებები წაეკითხათ.
ქმრების პასუხები იყო:
1. რომელი ხარ?
2. ხომ კარგად ხარ?
3. მე შენ მიყვარხარ.
4. ახლა რაღა მოუვიდა მანქანას?
5. არ მესმის შენი, რა გინდა?
6. ახლა რა ჩაიდინე? ამჯერად პატიებას ნუღარ ელი.
7. ?!?
8. არ გვინდა მიკიბულ-მოკიბული, პირდაპირ მითხარი, რამდენი გჭირდება?
9. ეს სიზმარია?
10. თუ ახლავე არ მეტყვი, ვის უგზავნიდი ამ შეტყობინებას, ვიღაც შემომაკვდება.
11. ხომ გთხოვე, მეტი აღარ დალიო-მეთქი?!
12. რასაც არ უნდა მთხოვდე, ჩემი პასუხია – არა!.
(მოამზადა რუსუდან ჯაბანიშვილმა)