reportiori.ge - აღდგომის ძალო და მადლო! კაი წელიწადი დაგვიყენე, ბევრი აღდგომა მოასწარი ყველა ჩვენიანს! უძველესი სააღდგომო ტრადიციები საქართველოში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 10:17
სხვადასხვა
აღდგომის ძალო და მადლო! კაი წელიწადი დაგვიყენე, ბევრი აღდგომა მოასწარი ყველა ჩვენიანს! უძველესი სააღდგომო ტრადიციები საქართველოში
ავტორი:
20 აპრილი, 2014. 15:03



უძველესი ტრადიციები, რომელიც აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება.

 

 

"დასავლეთ საქართველოში აღდგომას ყველა ადრიანად ემზადებოდა ცისკარზე წასავლელად;

 

ახალი მიცვალებულის პატრონი თავისი ჩამოსარიგით მიდიოდა თავისი მიცვალებულის საფლავზე და იქვე სუფრაზე აწყობდა სანოვაგეს;

 

გათავდებოდა თუ არა ცისკარი, მღვდელი ჩამოივლიდა ყველა სუფრას, აკურთხებდა და შემდეგ ჭირისუფალი თავისი სანოვაგიდან ურიგებდა ცოტ-ცოტას ყველაფერს იქ მყოფთ.

 

ოჯახში კი, სანამ სადილად დასხდებოდნენ, უფროსი ქალი აიღებდა საოჯახო განატეხს (ანთებული სანთელი კედელზე უნდა ყოფილიყო მიკრული), ჭიქით ღვინოს, განატეხს წაღმა შეატრიალდებდა და დაილოცებოდა: აღდგომის ძალო და მადლო! კაი წელიწადი დაგვიყენე, ბევრი აღდგომა მოასწარი ყველა ჩვენიანს.

 

 

 

განატეხი დანაწილდებოდა და ოჯახის ყველა წევრს უნდა შეეჭამა სადილობამდე.

 

თითოეულ სუფრაზე ოთხი ან ხუთი წითელი კვერცხი ელაგა. ამავე დღეს ბევრი ოჯახიდან გავიდოდნენ მინდორზე, გაიტანდნენ ხორცს, კვერცხებს, ღვინოს. აქვე მოვიდოდნენ სხვა ოჯახებიდან თავ-თავის მარაგით და მინდორზე ერთად ქეიფობდნენ.

 

ვისაც საკურთხი ჰქონდა, ეკლესიაში კურთხევის შემდეგ მღვდელს მისცემდა მის წილს - ერთ ნათალ ხორცს, ორ სულის პურს, ერთ ლავაშს და ნახევარ ბოთლს ღვინოს, დანარჩენ სანოვაგებს კი შინ მოიტანდნენ. ამ დღეს სულ წითელ-წითელი კვერცხები ჰქონდათ, როგორც საკურთხად, ისე ოჯახში.

 

 

 

 

 

აღმოსავლეთ საქართველოში, იქ, სადაც ეკლესიები იყო, ხალხი წირვა-ლოცვას ესწრებოდა, ზიარებას იღებდა.

 

კახეთში ბატკანს კლავდნენ, ახალი მიცვალებულის პატრონები გადიოდნენ სასაფლაოზე, აგორებდნენ კვერცხებს. სახლში აუცილებლად უნდა დაეკლათ ღორი.

 

კლავდნენ ქათმებს, ინდაურს, მიცვალებულს უჭრიდნენ ზურგიელს, იმ ქვეყნად წყლის დალევის ნება რომ მიეცათ, ერთმანეთს ეპატიჟებოდნენ და ქეიფობდნენ.

 

აღდგომას უხაშო კაკანტელებს აცხობდნენ და არიგებდნენ. იცოდნენ კვერცხებით თამაში. კვერცებს და კელაპტრებს უგზავნიდნენ. მთაში იმართებოდა ხატობა, ზოგანსაწულემიყავდათ, სამართლებრივი ხასიათის წესებიც სრულდებოდა, მაგალითად: სამანის ჩასმა, ჭკდის ამოგდება, დარისხება (მთიულეთში).

 

 

 

 

 

ხევში ბავშვები სახლში ჩამოკიდებულ მარხვას ჩამოხსნიდნენ, ფეხს ამოკრავდნენ, ჯოხს ურტყამდნენ და იძახდნენ: მარხვა გაჩანჩალდაო, ხსნილი მე დამრჩაო, ყველ-ერბო მე დამრჩაო."

 

 

(წყარო: . აბაკელიას, . ალავერდაშვილისა და . ღამბაშიძის წიგნიდანქართულ ხალხურ დღეობათა კალენდარი“)

 

 

 

(მოამზადა ანა ნოდიამ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016