reportiori.ge - არჩილ გამზარდია: ბოლო სამი წელია ჩემთვის ამ დღესასწაულის ხარისხი გაიზარდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 09:07
საზოგადოება
არჩილ გამზარდია: ბოლო სამი წელია ჩემთვის ამ დღესასწაულის ხარისხი გაიზარდა
20 აპრილი, 2014. 17:30



ექსპერტი არჩილ გამზარდია იერუსალიმში არასდროს ყოფილა, თუმცა ყველაზე მეტად საკუთარი მეუღლის  მოსმენა უყვარს, როცა ის  იერუსალიმის ისტორიებს უყვება - „ეს ყოფილა ურთულესი გზა, საკვირველია, როგორ უძლებს ადამიანი 10 სათიან რიგში დგომას, უწყლოდ და საბოლოოდ როგორი გაძლიერებული სულით გამოდის იქიდან.“- ამბობს გამზარდია „რეპორტიორთან“ საუბარში. ის თვლის, ერთმანეთს ბრწინვალე აღდგომას წელიწადის ყველა დღეს უნდა ვულოცავდეთ.

 

„რთულია ადამიანმა ბოლომდე გააცნობიერო აღდგომის საიდუმლო, თუმცა ვცდილობ ბოლომდე გავიაზრო ზღვარი სიცოცხლესა და სიკვდილს შორის. ადამიანები, როგორც წესი, აღდგომის მოახლოებასთან ერთად ვიწყებთ ფიქრს, იმაზე, რომ  უფალმა სიკვდილით გაიმარჯვა სიკვდილზე. რამდენჯერმე შევხვდი მონასტერში ამ დღეს, როგორც იქაურობის მასპინძელი და საოცარი განცდაა. სულ მეხუმრებიან - ღმერთი მარტო მონასტერში არ არისო. რა ვქნათ, რომ   ადგილებს, სივრცეს განსაკუთრებულ ყურადღებას ვანიჭებთ, ეს ალბათ მცირედმორწმუნეობის ბრალია. გარემო გვჭირდება იმისთვის, რომ კარგად მოვიქცეთ. ბოლო სამი წელი ჩემთვის ამ დღესასწაულის ხარისხი კიდევ უფრო გაიზარდა. ლაზარეს შაბათს ვაჟი მეყოლა, ამიტომ გამორჩეულია მთლიანად ვნების კვირა. მახსოვს, ერთ-ერთი მოძღვარი საუბრობდა, რომ არსებობდა მამაო, რომელიც ადამიანებს 365 დღის განმავლობაში ულოცავს აღდგომას და მე ვფიქრობ  ეს ყველაზე სწორია.“-ამბობს გამზარდია.

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016