შსს. გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული გამოძიების პირველად შედეგებს და „ლევან სამხარეულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნას, მამუკა მიქაუტაძის საკითხთან დაკავშირებით, მისი მეუღლე, ზიზი ეძგვერაძე ეხმიანება. იგი აცხადებს რომ გამოძიებასთან დაკავშირებით პრეტენზია არ გააჩნია და ექსპერტიზის შედეგებს სრულიად ენდობა. „ექსპერტიზის დასკვნასთან არანაირი პრეტენზია არ მაქვს, მას ბოლომდე ვენდობი. მე არ ვარ კომპეტენტური მსგავს საკითხებში, თუმცა ვიმედოვნებ გამოძიება სწორ კვალზე გავა და გაირკვევა ვისი ბრალი იყო ეს.“- აცხადებს გარდაცვლილის მეუღლე. შეგახსენებთ რომ, დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში მოეწყო სპეციალური ბრიფინგი. სადაც სამინისტრომ მამუკა მიქაუტაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე პირველადი შედეგები გამოქვეყნა. უწყების ინფორმაციით, გენერალურმა ინსპექციამ მიქაუტაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე დაადგინა, რომ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლების მხრიდან გარდაცვლილის მიმართ ფიზიკური ზეწოლის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ასევე, ცნობილი გახდა რომ მოწმის სახით დაკითხულმა გელა მანჯავიძემ ჩვენება შეცვალა. ამ დრომდე იგი ნარკოტიკებთან კავშირს უარყოფდა, თუმცა ამჟამად აცხადებს რომ მარიხუანა მას ეკუთვნოდა და გარდაცვლილს საჩუქრად შესთავაზა. გამოძიება მიქაუტაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე გრძელდება. საბოლოო დასკვნა ცნობილი ახლო მომავალში გახდება.