reportiori.ge - ვახტანგ მაისაია: ვანო მერაბიშვილის დაკავება ბერიას საქმეს მახსენებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 06:38
ინტერვიუ
ვახტანგ მაისაია: ვანო მერაბიშვილის დაკავება ბერიას საქმეს მახსენებს
19 აპრილი, 2014. 19:25



„თქვე მამაცხონებულებო, ფოტორეპორტიორების, ჩემს საქმეს, მოხსენით გრიფით საიდუმლო და პირდაპირ დაფიქსირდება მერაბიშვილის კავშირი რუსეთის სპეცსამსახურებთან.“- განაცხადა „რეპორტიორთან“ საუბარში პოლიტპატიმარმა ვახტანგ მაისაიამ, რომელიც მაღალ და საშუალო ეშელონებში მყოფ პირთა გვარებს ასახელებს, ვინც სისხლიანი რეჟიმის არქიტექტორები იყვნენ და ახალ ხელისუფლებას მათ დასჯას სთხოვს.


 – პირველ რიგში დასასჯელია მიხეილ სააკაშვილი, სწორედ მან  2005 წლის თებერვალში  მოახდინა კონსტიტუციური, პოლიტიკური  გადატრიალება ქვეყანაში. ზურაბ ჟვანიას მკვლელობიდან სულ რაღაც 11 დღეში პარლამენტის სხდომაზე  პირველმა განაცხადა ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა, რაც იყო ხელისუფლების წმინდა უზურპაცია. მან  პოლიტიკური გადატრიალების შედეგად ჩაიგდო ძალაუფლება, ეს აშკარა იყო და პირდაპირ მიუთითებს იმაზე, რომ ჟვანია მოკლეს. მიხეილ სააკაშვილმა დაარღვია იმ თამაშის წესები, რომელიც მიღებული იყო ვარდების რევოლუციის შემდეგ. მაშინ  ქვეყანა ვითარდებოდა ნორმალურად, რომლის მთავარ მამოძრავებელ ძალას სწორედ ზურაბ ჟვანია წარმოადგენდა,  მეორე ადგილზე იყო მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძე და შემდეგ უკვე  მიხეილ სააკაშვილი  მესამე ეშელონში . პირველი კონსული პოლიტიკურად ჩამოიცილეს გზიდან, მოკლეს და ძალაუფლება ხელში მიხეილ სააკაშვილმა ჩაიგდო ძალაუფლება ხელში. პირველ რიგში ამისთვის უნდა გასამართლდეს. ნულოვანი ტოლერანტობის გამოცხადებით სააკაშვილმა თავისი თავი კონსტიტუციის გარეთ დააყენა.


– ახალი ხელისუფლების პირობებში უკვე დაკავებულია „ნაციონალების“ ე.წ. ხერხემალი ვანო მერაბიშვილი. ბუნებრივია, ყველას ერთად დაკავება და გასამართლება არ მოხერხდება..

– ვანო მერაბიშვილს, რომელიც იყო  ქართველი ნიკოლაი ეჟოვი, ჰქონდა საეჭვო კონტაქტი რუსეთის ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებთან, ბელორუსიის „კაგებეს“ უფროს მასლოვთან, უშიშროების საბჭოს მდივან შეიმანთან და ასევე ძალიან ხშირად ხვდებოდა ფედერალური უშიშროების საბჭოს უშიშროების სამსახურის პირველ მოადგილეს, ნურგალიევს. არის კონკრეტული ადამიანი, კოტე ფორჩხიძე კონტრდაზვერვის მაღალჩინოსანი, რომელიც  როგორც კი ეს რეპრესიები დაიწყო თანამდებობიდან გადადგა. მას შეუძლია დოკუმენტურად დაადასტუროს, თუ როგორ ხვდებოდა ვიქტორ შეიმანს ვანო მერაბიშვილი ერევანში. ლოპოტას სპეცოპერაცია პირდაპირ უკავშირდება მერაბიშვილს. ჩეჩნეთის იჩქერიის ხელმძღვანელობამ, რომელმაც საქმე გამოიძია, პირდაპირ დაადოს ხელი ვანო მერაბიშვილს, რომ ეს დანაშაული, რუსეთის სპეცსამსახურების დაკვეთით მან ჩაიდინა. სხვათა შორის, ლოპოტის სპეცოპერაციის ობიექტურად გამოძიების შემთხვევაში, ძალიან ბევრი საინტერესო ფაქტი გამოიკვეთება.  თუ მოეხსნება გრიფით საიდუმლო ჩემს სისხლის სამართლის საქმეს, დამიჯერეთ, ვანო მერაბიშვილის კავშირი რუსეთის სპეცსამსახურებთან ზუსტად დაფიქსირდება, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე და ამას ვამბობს სრული პასუხისმგებლობით. მერაბიშვილის განაჩენი, ეს არის საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა. გახსოვთ, ბერიას აჰკიდეს ყველას საქმე, დაიჭირეს და დახვრიტეს, რეალური დამნაშავეები, ხრუშოვი, მოლოტოვი და ა.შ. კი დარჩნენ ქვეყნის სათავეებში. ბერიას ვარიანტია დღეს ვანო მერაბიშვილი.


– კიდევ ვინ არის დასაჭერი, იმისათვის, რომ სამართლიანობა საბოლოოდ აღდგეს?

– დათო ბაქრაძე, რომელიც საკმაოდ ოდიოზური ფიგურა იყო და შესაბამისად ყოველ მიზეზ გარეშე უნდა დაისაჯოს.  გიორგი ბარამიძე, რომელმაც იცოდა და არ გაამჟღავნა ზურაბ ჟვანიას პოლიტიკური მკვლელობის შესახებ. ნიკა რურუა, რომელიც იყო რეპრესიების მთავარი იდეოლოგი და სპეცსამსახურებს კურირებდა, როგორც უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.  ნიკა რურუა და  გივი თარგამაძე უშუალოდ გეგმავდნენ პოლიტიკური ტერორის მაგალითებს. გიგა ბოკერია, რომელიც უკვე დაფიქსირდა, რომ იყო ხაზინის ქურდი. უშიშროების საბჭო მან გადააქცია ლობისტურ კომპანიად და ფაქტიურად კონსტიტუციური წყობის მოდელი დაარღვია. ის თანხებს რეჟიმის პოლიტიკური პიარისთვის იყენებდა  და უშიშროების საბჭო ფაქტიურად გამოთიშა სახელმწიფოებრივი მოდელიდან, რამაც ხელი შეუწყო რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს დამარცხებას.  მან უშიშროების საბჭო ისე  დააკნინა, რომ  ვერ შეასრულა  ფუნქცია,  სწორად ვერ გათვალა ის გამოწვევა და საფრთხე, რომელიც იმ პერიოდში რუსეთის ფედერაციისგან გველოდა. ასევე გამოვყოფდი  დავით კეზერაშვილს,  ხათუნა გოგორიშვილს, რომელმაც გააყალბა პოლიტიკური არჩევნები და შეუწყო ხელი  პოლიტიკურ გადატრიალებას. დიმიტრი შაშკინის, ქმედებებიც საინტერესოა ლოპოტას საქმეში. ჯალათი ბაჩო ახალაია და დათა.  მაშინდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ე.წ. სახელმწიფო უშიშროების სექტორის აბსოლუტურად ყველა მაღალჩინოსანი უნდა გასამართლდეს. ისინი უშუალოდ იძლეოდნენ არაკონსტიტუციურ, არალეგიტიმურ განკარგულებებს და ბრძანებებს. ხელს უწყობდნენ საქართველოში პოლიტიკური რეპრესიების დაწყებას, რომელსაც შეეწირა მამუკა ზერეკიძე, როინ შავაძე, პოლკოვნიკი თეთრაძე, გენერალი დუმბაძე, რომელიც იყო პოლიტიკური მკვლელობის მსხვერპლი. ეს ადამიანები ქმნიდნენ ზონდერ ბრიგადებს. დასასჯელია სასჯელაღსრულების დეპატრამენტის ხელმძღვანელობა, ყველა მაღალი თანამდებობის პირი. მათ კი, ვინც უკვე დაპატიმრებული არიან,  უნდა დაუმძიმდეთ ბრალი. სულ მცირე დისციპლინარული სასჯელი უნდა დაედოს ყველა იმ მოსამართლეს, რომელიც  პოლიტიკურ შეკვეთებს ასრულებდა. მოსამართლეები, რომლებიც მონაწილეობდნენ 200 პოლიტპატიმრის საქმეში ცოტანი არიან, იმიტომ, რომ ერთი და იგივე ადამიანები ასამართლებდნენ პოლიტპატიმრებს. „ენვერის“გახმაურებულ საქმეში, იგივე ფოტორეპორტიორების საქმეში, რომელიც ასე არ უნდა მიფუჩეჩდეს, კილაძის საქმეში ერთი ადამიანია მოსამართლე. ზვიად ესებუა, რომელიც არის რუსეთის ფედერაციის მართული პიროვნება.


– ეს სად მჟღავნდება?

– მისი ოჯახის წევრებს ძალიან ახლო ურთიერთობები გააჩნიათ პუტინის უახლოეს თანამდებობის პირთან, ტკაჩოვთან. მის სიმამრს სოჭში აქვს ბიზნესი, იქ ბიზნესის დაწყება კი, უშიშროების თანამშრომლებთან ურთიერთობის გარეშე შეუძლებელია. სწორედ ამ კომპრომატის გამო უშვებდა ის ხალხს სიკვდილის ეშაფოტზე. საეჭვოდ იკვეთება მისი კავშირები აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლების სპეცსამსახურებთანაც, იმიტომ, რომ მე და სიმონ კილაძეს დაგვაბრალეს NATO-ს სპეცსამსახურების ჯაშუშობა. ეს ადამიანი სულ მცირე სამსახურიდან უნდა დაითხოვონ და გასამართლდეს. ასეთივე ოდიოზური მოსამართლეა დალი მეტრეველი და ომარ ჯორბენაძეც. მურთაზ ხურცილავას აუცილებლად უნდა დაედოს მსჯავრი, ის მთავარი იდეოლოგი იყო. პასუხი უნდა აგოს  ნიკა გვარამიამ, გრძელი ენის გამო.


– თითქმის ყველა გახმაურებული საქმის გამოძიება გაჯანჯლდა, ეს იმის ბრალი ხომ არ არის, რომ ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ დროინდელი გამომძიებლები გვყავს?

– პირდაპირ მაგას ვუმიზნებ მეც. ჩემი, ფოტორეპორტიორების, სიმონ კილაძის, „ენვერის“ საქმეზე გამოძიება საერთოდ არ მიდის წინ, იმიტომ, რომ ყველა ამ საქმის იდეოლოგები არიან მაღალჩინოსნები, ვალერი ზუმბაძე, ლადო დათაშვილი და ოთო ორჯონიკიძე, რომელიც დღეს ოდეერების მთავარი სამმართველოს უფროსია. ეს არიან ის ოდეერები, რომლებიც დღესაც ქმნიან პრობლემას, დღესაც ქმნიან ქვეყანაში ავტორიტარიზმის  დაბრუნების რეალურ საფრთხეს. გამომძიებელმა ვალერი ზუმბაძემ,  პირადად მე მაწამა და ეს ადამიანი ჯერ კიდევ თანამდებობაზეა.


– უმრავლესობის წევრების თქმით, ნაციონალური მოძრაობისდროინდელი მოსამართლეების გაშვებით ქვეყნის იმიჯი შეილახებოდა..

 

– ეს არის ზღაპარი სულელებისთვის.  დაიწყონ ამ 200 პოლიტპატიმრით, ვინც ამ საქმესთან არის დაკავშირებული და გადააყენონ თანამდებობიდან ან  დატოვონ პოლიტიკა და წავიდნენ სახლში. მაიდანის რევოლუციის დროს, როგორც კი მოვიდა ახალი ხელისუფლება, მაშინვე დაიწყეს „ბერკუტის“ წევრების ოფიციალური დაჭერა, რომლებიც მონაწილეობდნენ ხალხის დახვრეტაში. ეგრევე დაითხოვეს მოსამართლეები, რომლებიც უსჯიდნენ ხალხს მაიდნის პერიოდში. გამოდის, რომ ხელისუფლება საკუთარი ხის ტოტს ჭრის? რა დიდი გენიოსია ზუმბაძე, კონტრდაზვერვის მაღალჩინოსანი, რომელმაც  ჩვენი მტრის სპეცსამსახურების ჩამოთვლა ვერ შეძლო? ეგ არის კადრი?


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016