22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღედ აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ორგანიზაცია "ეკოტურიზმის განვითარების ცენტრი"-ს ინიციატივით იმართება აქცია "ერთი დღე ავტომობილის გარეშე". ორგანიზაციის წევრები თხოვნით მიმართავენ ავტომობილის მფლობელებს, 22 აპრილს საკუთარი ავტომობილის ნაცვლად ისარგებლონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რაც მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ეკოლოგიის განვითარებისათვის.
"22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ჩვენი ორგანიზაცია აწყობს აქციას - ერთი დღე ავტომობილის გარეშე! გთხოვთ შემოგვიერთდეთ, ერთი დღით გააჩერეთ თქვენი ავტომობილი და ისარგებლეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ამ გზით გამოვხატოთ სიმბოლური მხარდაჭერა ჩვენი პლანეტის მიმართ." - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
სამაუწყებლო პორტალი "რეპორტიორი" სიამოვნებით უერთდება აღნიშნულ აქციას და მოუწოდებს ყველა ავტომფლობელს: "ერთი დღე გააჩერე ავტომობილი!!! დაასვენე დედამიწა!!!"