reportiori.ge - 75 წლის ბოსნიელი პენსიონერი 163-ე ცოლის მოყვანას აპირებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 10:31
სხვადასხვა
75 წლის ბოსნიელი პენსიონერი 163-ე ცოლის მოყვანას აპირებს
ავტორი:
22 აპრილი, 2014. 11:48


75 წლის ნედელკო ილიკაკა ნამდვილი თანამედროვე კაზანოვაა. ბოსნიაში მცხოვრები ნედელკო რომ ქალების ნამდვილი მუსუსია, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ პენსიონერი 163-ე ცოლის მოყვანას გეგმავს და ეკლესიაში კიდევ 100 ქალის შეყვანასაც აპირებს. შეიძლება ითქვას, რომ ქორწინება მოხუცებული ბოსნიელის ნამდვილი ჰობია.


full-fun.com-ის ინფორმაციით, რეკორდსმენის განცხადებით, ცოლი მან პირველად 15 წლისამ შეირთო, როდესაც მშობლებმა 20 წლით უფროს მდიდარ ქალზე დაქორწინება აიძულეს. ნედელკოს პირველი ცოლი საერთოდ არ ჰყვარებია და მეუღლის სიმდიდრის მიუხედავად, რამდენიმეთვიანი თანაცხოვრების შემდეგ, ყოველგვარი სინანულის გარეშე დასცილდა.


იმ დროიდან მოყოლებული, ბატონი ილინკიკა ცოლებს ისე სწრაფად იცვლიდა, რომ ზოგიერთის სახელის დამახსოვრებასაც ვერ ასწრებდა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ბოსნიელის სახლში რამდენიმე წელი შეყოვნებულან, შემდეგ კი მათაც ერთკვირიანი, ერთთვიანი, დროებითი ცოლები ცვლიდნენ. ამჟამად რეკორდსმენს სხვადასხვა ცოლისგან 14 შვილი ეზრდება. პენსიონერი მიღწეულზე შეჩერებას არ აპირებს და ამჟამად ახალ ცოლს ეძებს. აღსანიშნავია, რომ მას ერთდროულად სამი კანდიდატი ჰყავს შერჩეული. მათგან ერთი მისი ყოფილი მეუღლეა.


ჯერჯერობით ქალებში პოპულარული ვარ და ცხოვრების სტილის შეცვლას არ ვაპირებ", -აღიარა ხანდაზმულმა მამაკაცმა. მან ისიც დასძინა, რომ ცხოვრებისეულ ჰობის შესაძლოა თავი იმ შეთხვევაში დაანებოს, თუ ეკლესიაში კიდევ 100 ქალს შეიყვანს. იმასაც იმედოვნებს, რომ მალე მისი სახელი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდება.





(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016