reportiori.ge - მამა დავით ისაკაძე: თუ ვიქადაგებთ, რომ მამათმავლობა ცოდვაა, შეიძლება პასუხი მოგვთხოვონ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 19:39
რელიგია
მამა დავით ისაკაძე: თუ ვიქადაგებთ, რომ მამათმავლობა ცოდვაა, შეიძლება პასუხი მოგვთხოვონ!
ავტორი:
22 აპრილი, 2014. 12:20


წმინდა მარინეს ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი (ისაკაძე) გაზეთ „საქართველო და მსოფლიოსთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის დამტკიცების შემთხვევაში, რომელიც პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ ერთი მოსმენით მიიღო, სასულიერო პირებს ქადაგება აეკრძალება.


ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, სასულიერო პირებს ქადაგება აგვეკრძალება. თუ ვიქადაგებთ, რომ მამათმავლობა, გარყვნილება და ცოდვაა, ამის გამო შეიძლება პასუხი მოგვთხოვონ, რადგან ეს იმ ადამიანების დისკრიმინაციაში ჩაგვეთვლება, რომლებიც ამ ცოდვას სჩადიან. მიუხედავად იმისა, რომ, ერთ-ერთი მუხლის თანახმად, ამ კანონის არც ერთი ნორმა ან მისი განმარტება არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებულ შეთანხმებას, ანუ კონკორდატს, ამ მუხლსაც სჭირდება განმარტება, ვინაიდან იქვე არის მეხუთე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომელსაც აკლია ყველაზე მთავარი ფორმულირება. მკაფიოდ მითითებულია, რომ ამ კანონის არც ერთი დებულება არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ ეწინააღმდეგებოდეს ევროპული კონვენციით გათვალისწინებულ რომელიმე სხვა უფლებას. ეს არის პირდაპირ გადმოკოპირებული ევროპული კონვენცია, რომელშიც უგულვებელყოფილია ყველაზე მთავარი - საქართველოს სახელმწიფოს კონსტიტუცია.

 

მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ქვეყნებში ეს კანონპროექტი მუშაობს, არ ნიშნავს, რომ ევროპელებს ძალიან მოსწონთ ეს ყველაფერი. უფრო მეტიც, ევროპაში სასულიერო პირები უკვე გამოდიან და დაუფარავად აცხადებენ, რომ ამ კანონის საფუძველზე, მათ, ფაქტობრივად, ქადაგება აუკრძალეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, დაპატიმრება ემუქრებათ. იგივე მოხდება საქართველოშიც", - აცხადებს ის.




(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016