გაზეთ „კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში რუსეთში მოღვაწე ქართველი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი აცხადებს, რომ თემურ დოლიძე მისი ქმარი არასოდეს ყოფილა და მისი პირველი და უკანასკნელი ქმარი ანდრეი კონდრახინი იყო. ჟურნალისტის შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ გათხოვებას აღარ აპირებს, კანდელაკი პასუხობს, რომ ამ შეკითხვას ჟურნალისტები ხშირად უსვამენ.
„გეტყვით მარტივად: Дорога во власти, это дорога одиночества, ანუ როცა ხელისუფლებაში მიდიხარ, მარტოობა გარანტირებული გაქვს. არ ვგულისხმობ იმას, რომ ასეთ შემთხვევაში ოჯახი აუცილებლად ინგრევა, ან არავინ ქორწინდება, უბრალოდ, შენ უკვე გააკეთე არჩევანი, იღებ უდიდეს პასუხისმგებლობას და იმ მიზანს უნდა ემსახურო, რომელიც დაისახე. აქედან გამომდინარე, უკვე 7 წელია „თავისუფალი" ვარ. ვერ გეტყვით, რომ არავის მოვწონვარ ან მე არავინ მომწონს, მაგრამ ბოლო 7 წელია, არც ერთი მამაკაცი ჩემი შვილებისთვის ისე არ წარმიდგენია, როგორც ადამიანი, რომელთანაც ვაპირებ ცხოვრებას... თუ ასეთი გადაწყვეტილება მივიღე, მაშინ უნდა გავთხოვდე. არა იმიტომ, რომ ქართველი ქალი ვარ და გათხოვებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, უბრალოდ, ძალიან დაკავებული ვარ, პირადი ცხოვრებისა და სერიოზული ურთიერთობის დრო ჩემს გრაფიკში არ მოიაზრება. თავისუფალ დროს შვილებსა და დედას ვუთმობ. ჩათვალეთ, რომ პირადი ცხოვრება არ მაქვს", - აცხადებს ის.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)