reportiori.ge - როგორ მოვაშოროთ ტონალურის ლაქები ტანისამოსს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 14:03
სხვადასხვა
როგორ მოვაშოროთ ტონალურის ლაქები ტანისამოსს
22 აპრილი, 2014. 19:04


მრავალმა ქალმა იცის, რომ ძალიან ძნელია ტანსაცმელიდან ტონალური კრემის ლაქების გამოყვანა. ზოგიერთი მათგანი ლაქებთან ბრძოლის სხადასხვა ხერხს მიმართავს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ასეთ ლაქებთან გამკლავება ვერ ხერხდება და საყვარელი ნივთი ხშირად უვარგისი ხდება. ტონალური კრემის ლაქების შიში წარსულში დარჩება, თუ შემდეგ რჩევებს გაითვალისწინებთ.

 


თუ ტონალური ტანსაცმელზე შენიშნეთ, მაშინვე დადეთ დასვრილი სამოსი სუფთა პირსახოცზე. იმ ადგილზე, სადაც ტონალური კრემი ლაქაა, დაასხურეთ ოდნავ თბილი წყალი. აიღეთ თმის კონდიციონერი, მცირე რაოდენობით გადმოისხით ხელზე და თითებით შეაზილეთ ლაქას ისე, რომ ცოტა აქაფდეს. ამის შემდეგ დალაქავებული ტანსაცმელი, რომელზეც დასხმულია კონდიციონერი, დატოვეთ დაახლოებით 30 წუთი. მოცემული დროის გასვლის შემდეგ გარეცხეთ ტანსაცმელი ისე, როგორც რეკომენდებულია მწარმოებლის მიერ, მნიშვნელოვანია გამოიყენოთ ეტიკეტზე მითითებული წყლის ტემპერატურული რეჟიმი და სარეცხი საშუალების ტიპი. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება დააზიანოთ ქსოვილი და საბოლოოდ გაფუჭოთ ტანსაცმელი.


ძალიან მნიშვნელოვანია, არ გარეცხოთ ტანსაცმელი მანამდე, სანამ არ დაასხავთ თმის კონდიციონერს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტონალური კრემის ლაქების მოშორება ძალიან გაძნელდება, რადგან რეცხვის დროს თბილმა წყალმა შეიძლება პირიქით ჩაამაგროს ლაქა ქსოვილში. ასეთ შემთხვევაში მისი გამოყვანა შეუძლებელი გახდება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016