წითელი პარასკევის შემდეგ, სამი დღის განმავლობაში სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ცენტრში ალკოჰოლური ინტოქსიკაციის გამო 276 გამოძახება დაფიქსირდა . ამის შესახებ „კვირას" სასწარაფო - სამედიცინო დახმარების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო სამადაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, აღდგომის ბრწინვალე დღესასწაულზე სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ცენტრში გამოძახებები კვებითი ინტოქსიკაციის მიზეზითაც აღინიშნა. სტატისტიკური მონაცემებით, წითელი პარასკევის დღესასწაულის შემდეგ 19 აპრილს 83 ალკოჰოლური და 3 კვებითი იტოქსიკაციის შეტყობინება დაფიქსირდა, 20 აპრილს - 101 ალკოჰოლური და 3 კვებითი ინტოქსიკაცია, 21 აპრილს კი - 92 ალკოჰოლური და 1 კვებითი ინტოქსიკაცია.
სამადაშვილის განცხადებით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა კუკიის სასაფლაოდან ორჯერ გამოიძახეს. ორივე შემთხვევაში პაციენტს ალკოჰოლური ინტოქსიკაცია დაუდგინდა.
აღსანიშნავია, რომ სამი დღის განმავლობაში 276 ალკოჰოლური ინტოქსიკაციის ხასიათის გამოძახებიდან სასწრაფო - სამედიცინო ცენტრის მედიკოსებმა ზოგიერთ მათგანს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ნაწილი კი დედაქალაქის სხვადასხვა საავადმყოფოში მოათავსეს.