reportiori.ge - როგორ მივაღწიოთ წარმატებას ბიზნესში- ოქროს რჩევები მსოფლიოს წამყვანი ბიზნესმენებისგან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 10:21
სხვადასხვა
როგორ მივაღწიოთ წარმატებას ბიზნესში- ოქროს რჩევები მსოფლიოს წამყვანი ბიზნესმენებისგან
23 აპრილი, 2014. 16:50

უზრუნველი ცხოვრება, მაქსიმალური კომფორტი, თავგადასავლებით სავსე ყოველი დღე და  საკუთარი თავის რეალიზება. ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას უოცნებია ბევრ ფულზე და წარმატებულ კარიერაზე, თუმცა საკუთარი მიღწევებით კმაყოფილი ცოტა თუ არის.


კარიერული წარმატებისა და ბიზნეს-საქმიანობაში განვითარებისთვის ყველა სიკეთესთან ერთად ძალიან დიდი ძალისხმევა, მოთმინება და შრომაა საჭირო. „რეპორტიორი" მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ადამიანების რჩევებს გთავაზობთ, რომელიც ფინანსური თვალსაზრისით წინსვლაში დაგეხმარებათ.


ამერიკელი ინვესტორი და  ფინანსისტი ჯორჯ სოროსი  ბიზნესში წარმატების მისაღწევად ყოველდღიური რუტინისგან გათავისუფლებასა და საქმის სიყვარულს გირჩევთ:


"ბიზნესი არც ისე რთულია. ძალიან ბევრი საშუალო ინტელექტის მქონე ადამიანი აწარმოებს ბიზნესს, რომლისგანაც დამაკმაყოფილებელ შემოსავალს იღებს. ჭკვიან ადამიანს შეუძლია მიიღოს ნამდვილი სიმდიდრე თუ ამ საქმეს  თავს მიუძღვნის..."

 

 "თქვენი პრობლემა ის არის, რომ გსურთ აკეთოთ საინტერესო საქმე. ის ადამიანები რომლებიც ბიზნესით არიან დაკავებულნი იმაზე ფიქრობენ თუ რა შედეგს მიიღებენ და არა იმაზე, რამდენად საინტერესოა მათი საქმიანობა"- ჯორჯ სოროსი.


ცნობილი მილიარდერებისა და მეცენატების ბიზნეს-რჩევები კი ასე გამოიყურება:


"კარგი მენეჯერის უმნიშვნელოვანესი თვისება- ნებისმიერი ცუდი ამბის უშიშრად დახვედრაა.პროფესიონალმა თავი არ უნდა ჩარგოს და დაიმალოს. პირიქით, მან თავად უნდა ეძიოს მათთან შეხვედრა."- ბილ გეითსი


"მიზნების ზოგადობა უმნიშვნელოვანესი პრობლემაა ნებისმიერ ტექნიკურ პროექტში. ამიტომ უმჯობესია საქმიანობა ზუსტი, მცირე და მოკრძალებული მიზნების შესრულებით დაიწყო. მაშინ იღბალი შენთან იქნება"- ბილ გეითსი.


"მაშინაც კი თუ ძალიან ნიჭიერი ხართ, ნებისმიერ საქმეს მოთმინება და ლოდინი სჭირდება. თქვენ ვერ მიიღებთ ბავშვს ერთ თვეში თუნდაც 9 ქალი დააორსულოთ."- უორენ ბაფეტი, მსოფლიოს უმსხვილესი ინვესტორი.


"მე არ ვაპირებ 7 ფუტიან ბარიერზე გადახტომას. მიმოვიხედები და მოვძებნი 1 ფუტიან ბარიერს, რომელსაც უბრალოდ გადავაბიჯებ."- უორენ ბაფეტი.


"წესი ნომერი ერთი: არასდროს დაკარგო ფული. წესი ნომერი ორი: არასდროს დაივიწყო წესი ნომერი ერთი."- უორენ ბაფეტი.

 

"მათ, ვისაც სურთ ბიზნესის განვითარება, ორიენტირება ჩინეთზე უნდა მოახდინონ. ამ ქვეყანაში მოსახლეობა საოცარი ტემპებით იზრდება, ასეთივე სისწრაფით მატულობს პროდუქტებზე მოთხოვნილებაც."- ბერნარ არნო, კომპანია LVMH-ს მფლობელი.


"წარმატებული ბიზნესის საიდუმლო კრეატიულობისა და ორგანიზებულობის გაერთიანებაა"- ბერნარ არნო.


"ბიზნესში ადამიანების ორი ტიპი არსებობს: ისინი ვინც პროდუქტებს ქმნიან, და ისინი ვინც მათ ყიდიან. კარგად გაარკვიე რომელ მათგანს მიეკუთვნები, თორემ პრობლემები შეგექმნება."- ლარი ელისონი.

 

"ჩემი ხასიათის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშა, რომელიც ჩემს წარმატებას განსაზღვრავს არის უნარი ვიკამათო საზოგადოდ გავრცელებულ წესებზე, ეჭვი შემეპაროს ექსპერტების დასკვნაზე და დავუსვა კითხვები ავტორიტეტებს."- ლარი ელისონი


რეალური „უოლ სთრითის მგელი," ჯორდან ბოლფორტი ნიუ-იორკში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბიზნესმენად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ მის სახელს უამრავი სკანდალი უკავშირდება, დამწყებ ბიზნესმენს მისი პერსონისგან უამრავი რამის სწავლა შეუძლია.


1.     არასოდეს მიიღოთ „არა" როგორც პასუხი.

2.     დააპროგრამეთ საკუთარი თავი წარმატებაზე.

3.     გაყიდეთ სარგებელი.

4.     ყოველი წარმატების შემდეგ თქვენს თანამშრომლებს „გიჟური დასვენება" მოუწყეთ.

5.     დამუხტეთ თანამშრომლები წარმატებაზე.


და ბოლოს... არ დაგავიწყდეთ, რომ წარმატების საწინდარი სწორი მენეჯმენტი, დროული დასვენება და მიზანდასახულობაა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016