reportiori.ge - სოზარ სუბარი: ეს ფაქტები რომ არ გახმაურებულიყო, პატიმართა წამება დღემდე გაგრძელებოდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 05:30
სამართალი
სოზარ სუბარი: ეს ფაქტები რომ არ გახმაურებულიყო, პატიმართა წამება დღემდე გაგრძელებოდა
ავტორი:
14 აგვისტო, 2013. 23:50

საქართველოს სასჯელაღასრულების მინისტრ სოზარ სუბარ რუსულ გამოცემა „რასია თოდეისთან“ სააკაშვილის რეჟიმზე საუბრობს.  "საქართველოს ციხეებში ცემა, წამება და გაუპატიურება ისევე, როგორც პატიმართა რაოდენობის ოთხჯერ გაზრდა - დანაშაულის შემცირების პრეზიდენტ სააკაშვილისეული "წარმატებული ამბის" ბნელი ნაწილი იყო“- აცხადებს სუბარი და აღნიშნავს რომ „ვარდების რევოლუციის“  შემდეგ პატიმარტა რაოდენობა 400 პროცენტით გაიზარდა.
"სააკაშვილის ეპოქა დასრულდა. მაშინაც კი, როცა მას აბსოლუტური ძალაუფლება ქონდა და მე ომბუდსმენი ვიყავი, საჯარო გამოსვლებსა და წლიურ მოხსენებებში ყოველთვის აღვნიშნავდი ციხეებში შექმნილ ვითარებას. ბევრი ადამიანი იგივენაირადრეჟიმის საწინააღმდეგოდ იქცეოდა. ასე რომ არ მოქცეულიყვნენ, სააკაშვილი დღესაც ხელისუფლებაში იქნებოდა, ხვალაც და ოცი წლის მერეც."  

სოზარ სუბარი ახალი ხელისუფლების ფასეულობზბე საუბრობს, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას მიმოიხილავს და პატიმრების ყოფაზე კონკრეტდება.

 

ახლა მთავარი ფასეულობები ადამიანები, ადამიანთა უფლებები და ღირსებაა. ამ სფეროზე საჯარო ზეწოლა რომ არ ყოფილიყო, ეს ფაქტები რომ არ გახმაურებულიყო, პატიმართა წამება დღემდე გაგრძელებოდა. ადამიანები შეურაცხყოფილნი იყვნენ წინა რეჟიმით და ყველანაირად ცდილობდნენ მის წინააღმდეგ გაბრძოლებას." - მინისტრი „რასია თუდეისთან“ ინტერვიუში აცხადებს რომ ამჟამად საქართველოს ციხეებში სულ 9 ათასი პატიმარია და მათ შორის არც ერთი არ არის პოლიტიკური პატიმარი. პატიმართა შორის არიან ტერორიზმში ბრალდებულები. მათ შორის, აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშზე თავდასხმის მცდელობით გასამართლებული პირი, რომელმაც პოლიციელს ესროლა.
"ჩვენ საკმაოდ ცუდი სისტემა გვაქვს და ძირითადად იმიტომ, რომ ამჟამინდელი სისტემა საბჭოთა მემკვიდრეობით გვაქვს მიღებული. ჩვენი ციხეების თითქმის ნახევარი ძველ შენობაშია, უმრავლესობა მათგანი ბარაკული ტიპის ყაზარმებისგან შედგება, სადაც 300-400 პატიმარია განთავსებული და დიდი ეზოსგან, სადაც ათასზე მეტი პატიმარი ერთდროულად გაჰყავთ სასეირნოდ. ციხის ტერიტორია 3-5 ჰექტარისგან შედგება და ნებისმიერ დროს შესაძლებელია იმის გაკონტროლება, თუ რა ხდება იქ. ჩვენი პრიორიტეტი ამ სისტემის ჰუმანიზაციაა, რადგან იქ აღარ იყოს წამებისა და ცემის ფაქტები, პატიმრებს კი უკეთესი საკვები და სამედიცინო მომსახურება ჰქონდათ, რომელიც ახლა ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება. მომდევნო ნაბიჯი ჰეპატიტის წინაღმდეგ ბრძოლააპატიმართა 17 პროცენტზე მეტს ეს დაავადება აქვს. რა თქმა უნდა, მკურნალობა უფასო იქნება. ჩვენ ასევე წარმატებით, ევროპული სტანდარტებით შევებრძოლეთ ციხეებსა და საგამოძიებო იზოლატორებში ტუბერკულოზს" - განაცხადა სოზარ სუბარმა

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016