საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ეკა ბესელიამ კვიცაინის საქმეზე განაცხადა, რომ მისთვის აღმკვეთი ღონისძიების, პატიმრობის გამოყენება სასამართლოს მხრიდან არ იყო პროპორციული, თანაზომადი და სამართლიანი გადაწყვეტილება,
„ადამიანი თვითონ ჩამოვიდა საქართველოში, რაც იმას ნიშნავს ,რომ იგი მზად იყო პასუხი გაეცა ბრალდებებისათვის, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში მომზადდა ."
მძიმე დანაშაულში ბრალდებული ყოფილი თანამდებობის პირები არასაპატიმრო ღონისძიებით არიან გარეთ. სასამართლოს არ გაუჭირდა გირაოს ღონისძიების გამოყენება. რატომ არ მოხდა იგივე კვიციანის საქმესთან დაკავშირებით?
„ შუამდგომლობა, რომელიც დებუტატების ხელმოწერით გაიგზავნა პროკურატურაში, სწორედ იქიდან გამომდინარე გაკეთდა ,რომ ბოლო პერიოდში სასამართლო უფრო ლიბერალურია, ვიდრე მკაცრი. სრულიად შესაძლებელი იყო კვიციანი პატიმრობაში არ დარჩენილიყო.იმედი მაქვს საბოოლოდ, როცა კვიციანის საქმის განხილვა მოხდება, ყველაფერი გაირკვევა და სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული". განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა რეპორტიორის პრეს-კლუბში გამართულ კონფერენციაზე.