ბრიტანელი ეკონომისტი და სოციოლოგი ტომას რობერტ მალთუსი, თავის 1798 წლის ნაშრომში, "თხზულება მოსახლეობის პრინციპებზე", ამტკიცებდა, რომ მოსახლეობის რაოდენობის ზრდა გადააჭარბებდა კაცობრიობის აგრარული პროდუქციის წარმოების შესაძლებლობებს, რაც გაართულებდა მოსახლეობის გამოკვებას და რაც, რა თქმა უნდა კატასტროფული შედეგების მომტანი იქნებოდა. მსოფლიო ბანკის სტატისტიკური მონაცემებით, უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში (1990-დან 2009 წლამდე) მსოფლიოს მოსახლეობა 5.278 მილიარდიდან სულ 1.497 მილიარდი ადამიანით, ანუ 28.36 პროცენტით გაიზარდა. ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, პლანეტის მოსახლეობა 2016 წელს 8 მილიარდს მიაღწევს. სხვა მონაცემით კი, -8 მილიარდი 2025 წელს გახდება.მაშინ როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობა არნახული რაოდენობით იზრდება საქართველოში მოვლენები პირიქით ვითარდება, როგორც ექსპერტები იუწყებიან ეს სავალალო შედეგების მომტანი იქნება ქართველი ერისთვის.შობადობის ნაკლებობა საქართველოში უკვე წლებია შეინიშნება
შობადობის გაზრდას ისახავდა მიზნად სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის მიერ მესამე შვილის ნათლობაც .დღეს უკვე პატრიარქს 12 500 ზე მეტი ნათლული ჰყავს.
მიუხედავად ამისა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხალხთმოსახლეობის ფონდის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმადაც, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა შემცირდება მილიონ 170 ათასი კაცით და 3 მიოლიონ 300 ათასი იქნება. მათი ინფორმაციით, კავკასიაში და განსაკუთრებით, ამიერკავკასიაში სერიოზულად ირღვევა დემოგრაფიული ბალანსი, რაც სწორედ ქართველების ხარჯზე ხდება.საქართველო, დემოგრაფიული თვალსაზრისით, მსოფლიოს ყველაზე უპერსპექტივო ერების სიაში მოხვდა. ბოლო 20 წელიწადში ქვეყნის მოსახლეობა მილიონით შემცირდა, მილიონამდე საქართველოს მოქალაქე კი საზღვარგარეთ გადაიხვეწა.
შობადობის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 196 ქვეყანას შორის 164-ე ადგილზეა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოში არსებულ რეგიონებს შორის დემოგრაფიული კატასტროფა არ შეინიშნება ქვემო ქართლში, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანლები ცხოვრობენ ,ასევე სამცხე-ჯავახეთში, სადაც ეთნიკური სომხები სახლობენ და ასევე აჭარაში ანუ ამ მხრივ საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებს საფრთხე არ ემუქრებათ.ხოლო დანარჩენ რეგიონებში ისევე,როგორც ქვეყანაში სავალალო მდგომარეობაა დემოგრაფიული თვალსაზრისით.