reportiori.ge - ცნობილი ფილოსოფოსების ბრძნული გამონათქვამები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 13:55
სხვადასხვა
ცნობილი ფილოსოფოსების ბრძნული გამონათქვამები
24 აპრილი, 2014. 12:19

ფილოსოფია ადამიანის გონების და ცნობიერების საუკეთესო გამოცდაა. თუ შეგიძლია ჩაწვდე ფილოსოფიის სიღრმეებს, ნიშნავს რომ მარტივად შეგიძლია გაუგო ჭეშმარიტებას, რომელსაც თავად ადამიანი ქმნის ღვთისგან დამოუკიდებლად. გთავაზობთ 10 საუკეთესო ფილოსოფოსის საუკეთესო გამონათქვამებს.


რომის იმპერატორის  მარკუს ავრელიუს ანტონიუს ავგუსტუსი ცნობილი გამონათქვამებია:


-სიმხდალისველაზე საზიზღარი სახეობა  - საკუთარი თავის შებრალებაა.

 

- ზნეობის სისრულე იმაშია,  ყოველი დღე ისე გაატარო, ვითომ ეს დღე უკანასკნელია: აუმღვრევლად, შეუშინებლად და მოუტყუებლად.

 

-ზოგი არაფერს ამბობს, რადგან არ იცის, რა თქვას.ზოგი კი  იცის დრო, როდის რა თქვას.

 

აღსანიშნავია, რომ მისი ფილოსოფია ცნობილია გონიერი, პირდაპირი გამონათქვამებით, რომელიც იმ ეპოქის ხალხისთვის მიუწვდომელი, გაუგებარი და უაზრო იყო.


ცნობილი ნაშრომის სამყარო, როგორც ნება და წარმოდგენა" - ავტორი გერმანელი ფილოსოფოსი არტურ შოპენჰაუერი ერთ-ერთი გამორჩეულია ფილოსოფიის იმ დარგში, რომელსაც სიცოცხლის ცნება ქვია. გთავაზობთ მის გამონათქვამებს:


-ყველა ჭეშმარიტება გადის სამ საფეხურს. თავდაპირველად, მას დასცინიან, შემდეგ მას უხეშად თელავენ და ბოლოს მას აღიარებენ, როგორც უდაჭეშმარიტებას.

 

-სრულ ბედნიერებას ორი მუდმივი მტერი ჰყავს: ტკივილი და მოწყენილობა.

 

-გაათავისუფლო ადამიანი მისი შეცდომისაგან არ ნიშნავს, რომ მას რაღაც წაართვა, პირიქით,მიეცი  მას ძალიან ბევრი.

 

-ტალანტი აღწევს მიზანს, რომლის მიღწევაც მის გარდა არავის შეუძლია, ხოლო გენიოსები აღწევენ მიზანს, რომელსაც მათ გარდა ვერავინ ხედავს.


ფრანგი მწერალი, დრამატურგი და ფილოსოფოსი ვოლტერი ცნობილია ცინიკურობით, სარკაზმით, თუმცა სიმართლით.  გახლავთ ათეიზმის ფუძემდებელი, თუმცა  რელიგიის არსებობას  ხალხის დამორჩილების საუკეთესო ხერხად თვლიდა. მისი ცნობილი გამონათქვამებია:


-განკურნების იმედი უკვე ნახევრად განკურნებაა.


-თუ მოსვენებას არ გაძლევს შენი მეტოქის დიდება, ეცადე, მას აჯობო საქმით და ამით გადაუხდი სამაგიეროს მოსვენების დაკარგვისთვის.

 

- ღმერთი რომ არ არსებობდეს, აუცილებელი იქნებოდა მისი გამოგონება.


- შესაძლოა თქვენი აზრები ჩემთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ თავს გავწირავ, რათა თქვენ მათი გამოთქმის უფლება გქონდეთ.


-შემთხვევითობა არ არსებობს! ყველაფერი გამოცდაა, ან დასჯა, ან ჯილდო, ან კიდევ წინასწარჭვრეტა.


ბენგალელი ფილოსოფოსი ჰუმანურობის განსახიერება და ყველაზე კაცთმოყვარე ფილოსოფოსი რაბინდნათაგორის ფილოსოფია ცნობილია ადამიანურობით, გულკეთილობით...მისი ცნობილი გამონათქვამებია:


-  მეძინა და მესიზმრა, რომ ცხოვრება ბედნიერებაა. გავიღვიძე და მივხვდი, რომ ცხოვრება- ვალია.  დავიწყე შრომა და მივხვდი, რომ ვალი -ეს ბედნიერებაა.


-ვინც ბევრს ფიქრობს იმაზე - სიკეთე ვქნაო, დრო აღარ ყოფნის, კეთილი იყოს.


-ბრძენნი ამბობენ, მოვა დრო და თქვენც ჩაქრებითო, -უთხრა ციცინათელამ ვარსკვლავებს. ვარსკვლავებმა არაფერი უპასუხეს.


- რაც შენ ხარ -   ვერ სჭვრეტ. მას, რასაც ხედავ - შენი ჩრდილია.


უდიდესი ინდოელი ფილოსოფოსის და სულიერი მასწავლებლის (გურუს) ფილოსოფია ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ბრძნულია. მისი ცნობილი გამონათქვამებია:


-სანამ ცოცხალი ხართ, არავინ იტყვის თქვენს სასარგებლოდ კარგს, როცა მოკვდებით, ყველა ბედნიერი იქნება, რამეთუ ბოლოს და ბოლოს მოიმოქმედეთ რაღაც კარგი- მოკვდით.


-ადამიანი იშვიათად ეძებს ჭეშმარიტებას! იგი შეიძლება ბედნიერებას ეძებდეს და ძალზე იშვიათად კი ჭეშმარიტებას. ბედნიერი კი მაშინ გახდება, თუ ჭეშმარიტებას მიაღწევს. ბედნიერება ჭეშმარიტების თანმდევია. ის უნდა დაგემართოს.


-ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სიცრუე უფრო კეთილშობილურია, ვიდრე ნახევრად სიმართლე.


-იცხოვრეთ ინტენსიურად, მგზნებარედ, რადგან არ არსებობს სხვა ღმერთი გარდა ცხოვრებისა.

-დრო არ მოძრაობს. მოძრაობს თქვენი გონება. დრო როგორ იმოძრავებს, როცა მოძრაობისთვის ისევ დროა საჭირო? თუ თქვენი დრო იმოძრავებს, მაშინ საჭირო იქნება სხვა დრო, რომელშიც იგი იმოძრავებს.


მანუელ კანტი, კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფილოსოფოსია. მისი ცნობილი გამონათქვამებია:


-ფრთხილად მოეკიდეთ ცხოვრების დრამატიზაციას! ხომ შეიძლება, თქვენი როლის უკეთესი შემსრულებელი მონახონ?!


-ადამიანი, რომელსაც მბრძანებელი სჭირდება, ცხოველია; და თუ ადამიანია, მას არც მბრძანებელი სჭირდება.


-მეცნიერება ორგანიზებული ცოდნაა, ხოლო სიბრძნე- კარგად ორგანიზებული ცხოვრება.


-ადამიანი კვდება, აზრი რჩება. აზრი იძენს თავისთავად სიცოცხლეს, აღვიძებს სხვების აზრს, მრავალთა კუთვნილება ხდება. აზრი სიღრმეში იჭრება, ყოფიერების ახალ ქანებს აფეთქებს, მათ იმ ადამიანთა ნებასა და გონებას უმორჩილებს, ვისაც წილად ხვდა იცოცხლოს, იბრძოლოს და პასუხი აგოს. ფილოსოფოსის უკვდავება ის არის, რისი თქმაც მოასწრო, რაც მისგან ყურად იღეს, შეითვისეს, განახორციელეს.


-ადამიანი ის ცხოველია, რომელსაც მბრძანებელი სჭირდება. ძალაუფლების მპყრობელი მუდამ ბოროტად იყენებს საკუთარ თავისუფლებას, თუ მას სხვა ვინმე არ მართავს კანონის შესაბამისად. ამისათვის სამი პირობა უნდა შევახამოთ: სახელმწიფო წყობილების სწორი გაგება, საუკუნეთა მანძილზე შეძენილი გამოცდილება და კეთილი ნება. ეს შესაძლებელია არც ისე მალე, ალბათ, მრავალი ამაო ცდის შემდეგ. ადამიანი ცხოველია, რომელსაც შეუძლია იცინოს. სიცილი არის აფექტი, როცა დაძაბულად რაღაცას მოველით, ხელთ კი არაფერი გვრჩება.


ალბათ ყველასათვის ცნობილია  გერმანელი ფილოსოფოსი ფრიდრიხ ნიცშე, რომელსაც ეკუთვნის ყველაზე გახმაურებული გამონათქვამები. მისი ფილოსოფიის ნაყოფმა უამრავი ადამიანი განაცვიფრა და გააოცა.


-სიმდიდრე, მხოლოდ გარკვეულ ზღვრამდე, ხდის ადამიანს შედარებით დამოუკიდებელს და უფრო თავისუფალს. კიდევ ერთი ნაბიჯი და ქონება ხდება ბატონი, ხოლო მისი მფლობელი მონა: როგორც მონამ, უნდა მიუძღვნას მას თავისი დრო, აზრები, უნდა გააძლიეროს გარკვეული კავშირები საზოგადოებაში, უნდა მიეჯაჭვოს გარკვეულ ადგილს, შეეზარდოს გარკვეულ სახელმწიფოს, და ყველაფერი ეს, შესაძლოა, საკუთარი შინაგანი და ყველაზე უფრო არსებითი სურვილის საწინააღმდეგოდ.


-სიცილი ნიშნავს, რომ ღვარძლიანი ხარ, ოღონდ ისე, რომ სინდისი სუფთა გაქვს.


-მეგობრად ის მიიჩნიე, ვისაც იგივე ადამიანები სძულს, ვინც შენ.


-ადამიანი ანგელოზსა და ცხოველს შორის გადებული ხიდია.


-ადამიანი რომ ბუნებით ბოროტია, ამაშია ჩემი ნუგეში, რადგან იგი ძალას შეიცავს.


-ღმერთი მოკვდა.მე ვერ ვიწამებ ღმერთს, რომელსაც გამუდმებით თაყვანისცემა სურს.


-სამოთხეში ვერცერთი საინტერესო ადამიანი ვერ მოხვდება.

 

-სრულყოფილი ქალი ბევრად უფრო მაღალი არსებაა, ვიდრე სრულყოფილი კაცი, მაგრამ ამავდროულად ძალზედ იშვიათი.


-არის ადამიანი ღმერთის უხეში შეცდომა თუ თავად ღმერთია ადამიანთა შეცდომათაგანი?


-პირველად იყო აბსურდი და აბსურდი იყო ღმერთში, აბსურდი იყო თავად ღმერთი.


ცნობილი ფილოსოფოსი არისტოტელე მისი ეპოქის გათვალისწინებით, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არაფრით ჩამოუვარდება თანამედროვე ზესწავლულ ადამიანებს. მისი ცნობილი გამონათქვამებია:


-ყველას მეგობარი არავის მეგობარი არაა.


-პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ ჭეშმარიტება უფრო ძვირფასია.


-იმისთვის კი არ ვმსჯელობთ, რომ ვიცოდეთ, რა არის სათნოება, არამედ იმისთვის, რომ კარგი ადამიანები გავხდეთ.


-სათანადო მორალური საფუძვლების გარეშე ადამიანი ხდება ყოვლად უკაცური და მხეცური,მდაბალი, თავისი სქესობრივი და გემოვნების ინსტინქტების ამყოლი.


-კარგი დასაწყისი - საქმის ნახევარია.


-ვაჟკაცი ისაა,ვინც უშიშრად ეგებება ამაღლებულ სიკვდილს.


-გაიძვერას სინდისი რომ გაუღვიძო, სილა უნდა გააწნა.


-ღმერთებსაც უყვართ ხუმრობა.


-ყველაზე დიდი რამ რაც მცირეში არის მოთავსებული - საღი გონებაა ადამიანის სხეულში.


-ადამიანთა დიდი ნაწილი უმეტესად ემორჩილება საჭიროებას, ვიდრე გონიერებას და ესეც უმეტესად სასჯელის შიშით, ვიდრე ზნეობრივსიმშვენიერის დასაკმაყოფილებლად.


-გაბრაზება ყველას შეუძლია, ეს ძალზე იოლია,მაგრამ გაბრაზება მასზე ვიზეც საჭიროა, როცა საჭიროა და იმ მიზეზით რომლითაც საჭიროა, ყველას არ შეუძლია.


უდიდესი ფილოსოფოსის, სოკრატეს ცნობილი ფილოსოფიური გამონათქვამებია:


-მე ვიცი, რომ არაფერი ვიცი.


-ყველაზე დიდი სიკეთე ცოდნაა, ყველაზე დიდი ბოროტება კი- უგუნორობა.


-ვფიქრობ, ხანდახან წერაც გმირობაა - თუ ნაწერი განსასჯელად სულელებს მიეცემათ.


-ჯანმრთელობა ყველაფერი არ არის, მაგრამ ყველაფერი ჯანმრთელობის გარეშე - არაფერია.


-სიკვდილი - კაცობრიობის დიდი ილუზიაა. სანამ ვცოცხლობთ ის ჯერ არ არის, როდესაც ვკვდებით ის უკვე აღარ არის.


-სრულყოფილ ადამიანად შეიძლება ჩავთვალოთ ის, ვინც სრულყოფილებისაკენ მიისწრაფვის; ბედნიერ ადამიანად კი შეიძლბა ჩავთვალოთ ის, ვინც უკვე აღიარებს, რომ თავის მიზანს მიაღწია.


-სიმდიდრესა და პოპულარობას ღირსება არ მოაქვს.


-მშვენიერება არ არის იქ, სადაც არც სიკეთეა და არც სარგებელი.


-ჩემთან დავა და კამათი ადვილია, ჭეშმარიტებასთან- შეუძლებელი.


-მე გამასამართლებენ ისე, როგორც ბავშვები ასამართლებენ ექიმს.

-ისე მოეპყარი მშობლებს,როგორც შენ ისურვებდი, რომ საკუთარი შვილები მოგეპყრან.

 

-განა სოკრატეს ასამართლებენ? ო, არა, სიკვდილი მიუსაჯეს სიმართლეს!


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016