კონფლიქტები
Google Voice-მა აფხაზეთი ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა
ავტორი: თეო ტაბატაძე
24 აპრილი, 2014. 12:00
Google Voice-ს ქვეყნების ჩამონათვალში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ ჰყავს შეყვანილი. Google-ის პროდუქტი Google Voice სატელეკომუნიკაციო საშუალებაა, რომელიც Gmail-ისა და Google+-ის მოსარგებლე მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, განახორციელონ ვიდეოზარები მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. ამასთან, აშშ-სა და კანადის მოქალაქეებისთვის ამ ორ ქვეყანაში დარეკვა უფასოა, ხოლო სხვა ქვეყნებში განსხვავებული ტარიფები მოქმედებს.
იმ ქვეყნების ჩამონათვალში (ანბანის მიხედვით), სადაც საერთაშორისო ზარების განხორციელებაა შესაძლებელი, პირველივეა აფხაზეთი. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში Google Voice-ის საშუალებით დარეკვის საფასური წუთი - 14 ცენტია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მეორე ოკუპირებული რეგიონი - სამხრეთ ოსეთი ამ ჩამონათვალში არ არის.
12 თებერვალი, 2016. 11:05
19 დეკემბერი, 2015. 13:29
05 ნოემბერი, 2015. 12:49
29 ოქტომბერი, 2015. 12:32
13 ოქტომბერი, 2015. 14:18
26 აგვისტო, 2015. 13:42
13 აგვისტო, 2015. 12:49
04 აპრილი, 2015. 10:36
03 აპრილი, 2015. 20:10
12 მარტი, 2015. 20:18
28 თებერვალი, 2015. 15:39
21 თებერვალი, 2015. 12:07
18 თებერვალი, 2015. 18:30
17 თებერვალი, 2015. 20:02