reportiori.ge - ნოდარ გოგატიშვილი საკუთარ ჩვენებაში დაჭრის ფაქტს არ ადასტურებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 06:07
სამართალი
ნოდარ გოგატიშვილი საკუთარ ჩვენებაში დაჭრის ფაქტს არ ადასტურებს
ავტორი:
15 აგვისტო, 2013. 12:05

პოლიტპატიმარ  ნოდარ გოგატიშვილის დაჭრის ფაქტი არ დასტურდება. როგორც   რეპორტიორითვისხდება ცნობილი, გოგატაშვილი ჩვენებაში ცეცხლსასროლი იარღით დაჭრას არ ადასტურებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს  ნინო გიორგობიან რეპორტიორთან აცხადებს, რომ პოლიტპატიმარ  ნოდარ გოგატიშვილის  თავდასხმის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტმა, ირმა ინაშვილმაფეისბუქის" გვერდზე ინფრომაცია გაავრცელა,  სადაც აღნიშნულია რომ, რამდენიმე დღის წინ, „ობიექტივში" სტუმრად მყოფმა პოლიტპატიმარმა, ნოდარ გოგატიშვილმა, რომელმაც  მისი გაუპატიურების ამბავი აღწერა და დამნაშავეების კონკრეტული სახელები და გვარები დაასახელა, გაურკვეველ ვითერებაში დაჭრეს.

„ნოდარ გოგატიშვილს თავს დაესხნენ!

დაზარალებულის გადმოცემით, მას დიდუბის ხიდთან მიუახლოვდა შავი ფერის ავტომანქანა, საიდანაც ცეცხლსასაროლი იარაღით ფეხებში ესროლეს. გოგატიშვილმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა, რომელმაც დაზარალებული ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა. პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, გოგატიშვილი თბილისიდან ქალაქგარეთ გაემგზავრა“ - წერს ირმა ინაშვილი. 

2013 წლის 12 აგვისტოს ნოდარ გოგატიშვილი თბილისის პროკურატურაში ჟურნალისტ ირმა ინაშვილის თანხლებით გამოცხადდა და გამომძიებელს შეხვდა, რომელსაც მომხდარი ფაქტის შესახებ ჩვენება მისცა. 
გოგატიშვილმა პროკურატურას იმის შესახებაც აცნობა, რომ „ობიექტივის" ეთერში გამოსვლის შემდეგ, მას ტელეფონით( დახურული ნომრით) დაურეკა ქალბატონმა, რომელიც ემუქრება. გოგატიშვილის დაჭრამდე სატელეფონო მუქარა მასზე რამდენჯერმე განხორციელდა. დაზარალებული მომხდარ თავდასხმაში იმ პირების კვალს ხედავს, რომელთა გვარებიც საჯაროდ დაასახელა. ერთ-ერთი მათგანი ციხის ცნობილი ჯალათი გოგა ბუთლიაშვილია, რომელიც პატიმრობიდან გათავისუფლდა.

 

ნოდარ გოგატიშვილმა „ობიექტივის" პირდაპირ ეთერში შოკისმომგვრელი ინფორმაცია გაახმაურა. მან განაცხადა, რომ 2011 წელს გლდანის მე-8 დაწესებულებაში ციხის ადმინისტრაციის წარმოამდგენლებმა იატაკის ჯოხით გააუპატიურეს, შემდეგ ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში არალეგალურად მოათავსეს და რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარეს.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016