reportiori.ge - "ადამიანი, კანონი, თავისუფლება:" დავით ჭაკუა და ზურაბ ადეიშვილი დანაშაულებრივი სქემის მეთაურები იყვნენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 05:47
სამართალი
"ადამიანი, კანონი, თავისუფლება:" დავით ჭაკუა და ზურაბ ადეიშვილი დანაშაულებრივი სქემის მეთაურები იყვნენ
ავტორი:
15 აგვისტო, 2013. 12:06

არასამთავრობო ორგანიზაციის "ადამიანი, კანონი, თავისუფლებას" განცხადებით, დავით ჭაკუა და ზურაბ ადეიშვილი დანაშაულებრივი სქემის მეთაურები იყვნენ. ამის თაობაზე ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს. „რეპორტიორი“ მას უცვლელად გთავაზოვთ:
"
მან დაწვრილებით მოგვიყვა თუ როგორ მოხდა მისი დაკავება ჭაკუას მითითებით, როგორ მიიღეს მისგან აღიარებითი ჩვენება და შემდგომ როგორ სთავაზობდნენ მას ყოფილი იუსტიციის მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის დავალებით კონკრეტული პირების დასახელების შემთხვევაში განრიდების გაფორმებას. 
მოვლენები ასე ვითარდებოდა: ვლადიმერ თოდაძეს ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ოჯახური პრობლემები, რაც დიდ ფინანსებს უკავშირდებოდა. თანხების არ არსებობის გამო მან მიმართა "ქართუს ჯგუფს", საიდანაც მიიღო ფინანსური დახმარება, როგორც საჩხერის მკვიდრმა. "ქართუ ბანკში" მისი ვიზიტები კუდის თანამშრომლების ფოტოებზეც დაფიქსირდა, რომლის გადაღებაც ყველაზე წარმოებდა. გამომდინარე იქედან, რომ ვლადიმერი სისტემის თანამშრომელი იყო, მისი სურათი, რომელზეც ასახული იყო, რომ იგი "ქართუ ბანკში" იმყოფებოდა, უკმაყოფილების მიზეზი მაშინდელი კუდისა და სასჯელაღსრულების მაღალჩინოსნებს შორის გახდა. დღის წესრიგში დადგა მისი დასჯის საკითხი და ბატონმა ჭაკუამ, საგანგებოდ დანიშნულ თათბირზე მას მოღალატე და პენიტენციალური სისტემის შემარცხვენელი უწოდა და დაავალა სასჯელაღსრულების საგამოძიებოს უფროსს ლადოს დაპატიმრება და ჭკუის სასწავლებლად, კერძოდ 2 წლით ციხეში ჩასმა.
მოგეხსენებათ ჩასმას რაღაც მიზეზი მაინც სჭირდებოდა და ეს მიზეზიც უკვე მოძიებული იყო, კერძოდ ერთი ადამიანის ჩვენების საფუძველზე, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე შეიკერა საქმე და .. კოდექსის 180- მუხლით ბრალიც წარედგინა.
ბრალის წაყენებიდან მეორე დღესვე მოდულის შენობაში, პროკურატურის მაღალჩინოსანი ჯარჯი წიკლაური, ზურაბ ადეიშვილის სახელით ვლადიმერს განრიდების გაფორმებას სთავაზობდა, სანაცვლოდ კი მას კოალიცია "ქართული ოცნების" კონკრეტულ პირებზე (რომელთა სახელებსაც თანხმობის შემთხვევაში ეტყოდნენ) ჩვენების მიცემა მოსთხოვეს, რაზეც კატეგორიული უარი მიიღეს. ეს დავალება კონკრეტულად ზურაბ ადეიშვილისგან მოდიოდა და მისი სურვილი იყო, რომ მაშინდელი ოპოზიციის, "ქართული ოცნების" მიმართ ბრალი დაედოთ, რომ ისინი სისტემის თანამშრომელთა მხრიდან, იმ ფინანსური დახმარების სანაცვლოდ, რომელიც ვლადიმერის ოჯახს გაუწია ქართუ ბანკმა, ინფორმაციებს ითხოვდნენ იმ ციხიდან სადაც ის მუშაობდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ ადეიშვილი და ჭაკუა შეთანხმებული სქემით მოქმედებდნენ. ვვარაუდობთ, რომ ვლადიმერ თოდაძის მსგავსად სისტემის მსხვერპლი კიდევ არაერთი ადამიანი გახდა, რომელსაც პირადი პრობლემების გამო მოუწია სისტემისთვის თავი დაეხარა და მისი მსხვერპლი გამხდარიყო. სწორედ ამ ფაქტიდან და სამწუხაროდ იარსებებს კიდევ უამრავი, მსგავსი გაუხმაურებელი ფაქტები, კიდევ ერთხელ უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია როგორც დავით ჭაკუას, ასევე ზურაბ ადეიშვილის ექსტრადიციის დაჩქარება.
ვლადიმერმა უკვე მიმართა პროკურატურას, იუსტიციის სამინისტროს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ასევე პარლამენტის ვიცე-სპიკერს მანანა კობახიძეს და მისი საქმის ხელახალი გამოძიება მოითხოვა, რაზედაც მათგან უკვე მოჰყვა შესაბამისი რეაგირება და ვიმედოვნებთ სამართლიანი სასამართლო ობიექტურ განაჩენს გამოიტანს და დასჯის შემკვეთებს, რომლებიც უმაღლესი თანამდებობის პირებს წარმოადგენდნენ და დღეს მიმალვაში იმყოფებიან. 
ჩვენ აქტიურად მივადევნებთ თვალყურს ვლადიმერ თოდაძის საქმეს და ვიმედოვნებთ რომ სამართლიანობა იზეიმებს."   

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016