reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილი „ლიდერ ცემენტის“ პრეზენტაციას დაესწრო (ფოტო-ვიდეო რეპორტაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 05:54
ეკონომიკა
ირაკლი ღარიბაშვილი „ლიდერ ცემენტის“ პრეზენტაციას დაესწრო (ფოტო-ვიდეო რეპორტაჟი)
24 აპრილი, 2014. 20:56

ირაკლი ღარიბაშვილი კომპანია „ლიდერ ცემენტის" მიერ გამართულ პროექტის პრეზენტაციას დაესწრო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება საქართველოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი იქნება, ქვეყანა კი ინვესტორებისთვის სულ უფრო მიმზიდველი გახდება.


პრემიერის განმარტებით, სამშენებლო კომპანიებს საშუალება მიეცემათ, მშენებლობის დროს გამოიყენონ ადგილობრივი წარმოების მაღალი ხარისხის ცემენტი და ნაკლებად იყვნენ დამოკიდებული იმპორტზე, ასევე, ქვეყანაში საგრძნობლად გაუმჯობესდება მშენებლობის ხარისხი და რეგიონში ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება.


 „მინდა გითხრათ, რომ წელს დავოსში, ეკონომიკურ ფორუმზე მე შევხვდი "ლაფერჟის" აღმასრულებელ დირექტორ ბრუნო ლაფონტს და კიდევ ერთხელ დავუდასტურე, რომ ჩვენ მზად ვართ ყოველმხრივ შევუწყოთ ხელი ამ პროექტის განხორციელებას. ჩვენი ქვეყნისთვის, კერძოდ კი, დასავლეთ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ ფოთში აშენდება ცემენტის ქარხანა, რომელიც აღჭურვილი იქნება უახლესი ტექნოლოგიებით და აწარმოებს ევროპული სტანდარტების შესაბამის პროდუქტს.



საქართველოში ცემენტის ინდუსტრიის განვითარება და ხარისხის ამაღლება საგრძნობლად გააუმჯობესებს ქვეყანაში მშენებლობის ხარისხს. ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია ისეთი ამბიციური პროექტების განხორციელებისთვის, რომლებიც ჩვენს მთავრობას აქვს დაგეგმილი. როგორც ვიცით, ქარხანამ უნდა აწარმოოს განსაკუთრებული ტექნიკური მახასიათებლების ისეთი კლასის ცემენტი, რომელიც შეესაბამება საშუალო და დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის ევროპულ სტანდარტებს. ეს იქნება საიმედო ევროპული ხარისხის პროდუქტი, რომელიც გამოიყენება როგორც გზების მშენებლობისთვის, ისე ინფრასტრუქტურული პროექტებისა და თანამედროვე შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


„ლიდერ ცემენტის" და კომპანია LAFARGE-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ფოთში 40 000 კვ.მ ფართობზე უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცემენტის ქარხანა შენდება, რომელიც წელიწადში 250 000 ტონა ცემენტა აწარმოებს. მშენებლობაზე 40 ადამიანი მუშაობს, ქარხნის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ კი 50 ადგილობრივი დასაქმდება. პროექტის საინვესტიციო მოცულობა პირველი ეტაპისთვის 10 მილიონი აშშ დოლარია.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016