reportiori.ge - საგანგებო მდგომარეობა ეგვიპტეში- საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 08:24
მსოფლიო
საგანგებო მდგომარეობა ეგვიპტეში- საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
17 აგვისტო, 2013. 14:47

ეგვიპტეში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. სამართალდამცავ ორგანოებსა და „მუსლიმი ძმების“ მომხრეებს შორის დაპირისპირებას მსხვერპლიც მოჰყვა. ეგვიპტეში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარე საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

„ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ 2013 წლის 14 აგვისტოს კაიროსა და ქვეყნის 14 რეგიონში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. კომენდანტის საათი მოქმედებს 19:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე. ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარებს შეტაკებები ეგვიპტის სამართალდამცავ ორგანოებსა და „მუსლიმი ძმების“ მომხრეებს შორის, რასაც მოჰყვა მსხვერპლი. კაიროში, ალექსანდრიაში და ეგვიპტის სხვა ქალაქებში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე, განსაკუთრებით უნდა მოერიდონ ეგვიპტის ტერიტორიაზე გადაადგილებას, დემონსტრაციებსა და მასობრივი თავშეყრის ადგილებს.

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად დასასვენებკლად იმყოფებიან ეგვიპტის კურორტებზე, მათ შრორის ჰურგადაში მუდმივი კონტაქტი უნდა ჰქონდეთ ტურ-ოპერატორებთან. ქართველმა ტურისტებმა არ უნდა დატოვონ ტურისტული დასასვენებელი ზონების ტერიტორია.

ეგვიპტეში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საჭიოების შემთხვევაში შეუძლით დაუკავშირდნენ კაიროში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზეე + 2010 110 888 44

 

საგარე საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მოქალქეებს, რომლებიც გეგმავენ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში გამგზავრებას, თავი შეიკავონ მგზავრობისგან“ -ნათქვამია განცხადებაში

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016