reportiori.ge - რომის ფესტივალზე „შავფაროსნების“ და ანსამბლ „ჩვენებურების“ გამოსვლას დიდი გამოუხმაურება მოჰყვა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 25 თებერვალი, 2025. 05:12
კულტურა
რომის ფესტივალზე „შავფაროსნების“ და ანსამბლ „ჩვენებურების“ გამოსვლას დიდი გამოუხმაურება მოჰყვა
27 აპრილი, 2014. 14:56

ქართული საბრძოლო ხელოვნების ჯგუფ  „შავფაროსნებისა" და ანსამბლ „ჩვენებურების" გამოსვლას რომში Natale Di Roma-ზე  დიდი გამოუხმაურება მოჰყვა. ქართული კულტურით და  „შავფაროსნების" წარმოდგენით მოხიბლული ათიათასობით მაყურებელი რამდენიმე წუთის განმავლობაში  შეუჩერებლად უკრავდა ტაშს.   რომის ისტორიულ ქუჩებში გამართულ მსვლელობაზე კი ქართული დელაგაციის მიმართ,  აპლოდისმენტები არ წყდებოდა.


ქართველების მიმართ მაყურებლის ასეთმა  აღფრთოვანებამ  იტალიური მედიაც დააინტერესა. ერთ-ერთმა  წამყვანმა იტალიურმა  ტელეარხმა  ქართული სიმღერის ფონზე მათი გამოსვლა პირდაპირ ეთერში თავიდან ბოლომდე აჩვენა, ცნობილმა ტელეკომპანია „rai news" -მა  კი მათზე სიუჟეტი მოამზადა.


როგორც „შავფაროსნების" პრეზიდენტი ირაკლი ქოქოსაძე აღნიშნავს, ქართულ სიმღერასა და ქართულ საბრძოლო ხელოვნებასთან ერთად, განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ლუდი „მთიელის"  და  „სამოსელი პირველის"  მიერ  სპეციალურად რომის ფესტივალისთვის დამზადებულმა ხევსურულმა სამოსმა.  


 რომის ფესტივალზე ჩვენი გამოსვლა  კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიის კულუტურულ  ღონისძიებათა ცენტრისა და ლუდი  „მთიელის" დამსახურებაასწორედ მათი მხარდაჭერით  მოხდა ქართული კულტურის პოპულარიზაცია ისეთ მასშტაბურ   ფესტივალზე, როგორიცაა  Natale Di Roma.  განსაკუთრებული მადლობა  მინდა გადავუხადო  იტალიაში მცხოვრებ იმ უამრავ ქართველს, რომლებიც ჩვენ გამოსვლაზე მოვიდნენ და გვგულშემატკივრობდნენმთელი მსვლელობის მანძილზე გვერდით მოგვყვებოდნენ  და  ქართული კულტურით მოხიბლულ ტურისტებსა და იტალიელებს საქრთველოს შესახებ ინფორმაციას აწვდიდნენძალიან ემოციური გამოსვლა გვქონდა, რაც მათი გულშემატკივრობის დამსახურებაც  იყო... დიდი შთაბეჭდილება მოვახდინეთ იტალიელიებზე, ყველა ბრავოს და ჯორჯიანოს გვეძახდა... განსაკუთრებული ინტერესი გამოავლინეს ტელევიზიებმაც, ყველა ჩვენ გვიღებდაფესტივალის ორგანიზატორები მადლობას გვიხდიდნენრომ ასეთი ეფექტური საჩვენებელი წარმოდგენა ვაჩვენეთ და ფესტივალს სხვა მუხტი და ენერგია შევძინეთ. სხვა ქვეყნის წარმოამდგენლები თეატრალიზირებულ საბრძოლო სცენებს დგამენჩვენ კი ქართული სიმღერის ფონზე რეალური ორთაბრძოლები წარვადგინეთგანსაკუთრებული მოწონება გოგონების ორთაბრძოლებმა დაიმსახურესსაოცარი შეგრძნებაა, როცა შენი ქვეყნის კულტურა გაგაქვს  ევროპის ასეთ დიდ ქალაქში და ასეთი დიდი რეზონანსი მოყვება მას", - აღნიშნა რომიდან დაბრუნებულმა „შავფაროსნების" პრეზიდენტმა ირაკლი ქოქოსაძემ და დასძინა, რომ ასეთი ეფექტური გამოსვლის გამო „შავფაროსნები" რომის ფესტივალის მუდმივი მონაწილეების სიაში მოხვდნენ.



იხილეთ იტალიელი ფოტოგრაფის ფოტები ალბომიდან "შავფაროსნების რომში გამოსვლა  https://www.flickr.com/photos/fr_photography/sets/72157644236638722/


 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016