reportiori.ge - ელგუჯა ხოკრიშვილი საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 15 ნოემბერი, 2024. 05:37
ეკონომიკა
ელგუჯა ხოკრიშვილი საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
28 აპრილი, 2014. 17:03


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ელგუჯა ხოკრიშვილი, მოადგილეებთან და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, გიორგი სომხიშვილთან ერთად, საბანკო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ინფრასტრუქტურული პროექტების განმახორციელებელ კომპანიებსა და ბანკებს შორის ურთიერთობების  დახვეწა.


როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, საბანკო სექტორი არის ძირითადი გარანტორი კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტებს ახორციელებენ.


მხარეებმა ისაუბრეს საავანსო და ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მიმართულებით არსებულ პრობლემებზე და განიხილეს მათი გადაწყვეტის სხვადასხვა მოდელები


ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, შემდეგ შეხვედრაზე წარმოადგინონ კონკრეტული წინადადებები, რომელსაც საკითხის ოპტიმალურად გადასაჭრელად შეიმუშავებენ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016