სამეურვეო საბჭოს შიდა კონტროლის უზრუნველსაყოფად მონიტორინგის საბჭოც შეიქმნება.
ცვლილებები ითვალისწინებს დღემდე მოქმედი სამეურვეო საბჭოს წევრებისთვის იმ ფუნქციების მიცემას, რომელიც ერთი მხრივ, საზოგადოებრივ მაუწყებელს დაიცავს მათი მხრიდან კანონსაწინააღმდეგო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების მიღებისგან და მეორე მხრივ, უზრუნველყოფს ახალი სამეურვეო საბჭოსა და გენერალური დირექტორის საქმიანობაზე ეფექტურ შიდა მონიტორინგს და საზოგადოების დროულ ინფორმირებას ფინასნურ, საკადრო და სხვა პრობლემებზე.
კანონპროექტი, გია ჟორჯოლიანმა, ნუკრი ქანთარიამ, ირაკლი ჩიქოვანმა და ზვიად კვაჭანტირაძემ მოამზადეს.
უმრავლესობის წევრის, ელისო ჩაფიძის განმარტებით, მონიტორინგის საბჭოს მნიშვნელოვანი ფუქნციები დაეკისრება:
"სამეთევალყურეო საბჭო ხდება ორ პალატიანი. მნიშვნელოვანია, რომ მონიტორინგის საბჭოს საკმაოდ სერიოზული უფლებები აქვს მინიჭებული. მას შეუძლია ბიუჯეტთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაცია გამოითხოვოს, ასევე აქვს უფლება დააყენოს გენერალური დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხიც. მონიტორინგის საბჭოს წევრთა ანაზღაურება იქნება სამეურვეო საბჭოს წევრის ანაზღაურების 80 %. საკმაოდ ბევრი რეგულაცია დევს ამ კანონპროექტში, თუმცა მე პირადად არ მინდა ამ გადაწყვეტილებას დავეთანხმო",-აცხადებს ჟურნალისტებთან ელისო ჩაფიძე.
პარლამენტში ახალი სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესი გრძელდება.
ამ დროისთვის არჩეულია სამეურვეო საბჭოს შვიდი წევრი.