ყვითელი
ნაგვის ურნასთან მდგარ მათხოვარივით ჩაცმულ რიჩარდ გირს ტურისტი პიცით გაუმასპინძლდა
ავტორი: ლილუ მიროტაძე
29 აპრილი, 2014. 15:42
ნიუ-იორკის ქუჩებში სეირნობისას ერთ-ერთ ფრანგ ტურისტ ქალბატონს ჰოლივუდის ვარსკვლავი რიჩარდ გირი მათხოვარი ეგონა და მას პიცის ნაჭერი შესთავაზა. მსახიობმა გულუხვ ქალბატონს საკვები გამოართვა და მადლობაც გადაუხადა. ასე დაშორდნენ კეთილი ტურისტი და ცნობილი მსახიობი ერთმანეთს. მეორე დღეს კი გაზეთმა „New york Post“ გამოაქვეყნა სტატია რიჩარდ გირისა და ტურისტი ქალბატონის ფოტოებით, რის შემდეგაც ქალბატონისთვის ნათელი გახდა ყველაფერი.
საქმე იმაში იყო, რომ კეთილი ტურისტი ნიუ-იორკის ქუჩებში ხეტიალისას უეცრად გადასაღებ მოედანზე აღმოჩნდა და როლში შეჭრილი, ნაგვის ურნასთან მდგარი ძველმანებით შემოსილი ჰოლივუდის ვარსკვლავი მათხოვარში აერია.
05 თებერვალი, 2016. 12:24
02 იანვარი, 2016. 12:16
04 დეკემბერი, 2015. 11:00
04 დეკემბერი, 2015. 00:15
14 ოქტომბერი, 2015. 16:44
14 ოქტომბერი, 2015. 10:53