კულტურა
ვაჟა-ფშაველას მოთხრობები გერმანულ ენაზე გამოიცემა
ავტორი: რუსუდან ჯაბანიშვილი
29 აპრილი, 2014. 16:07
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 2014 წელს ვაჟა-ფშაველას მოთხრობების კრებული გერმანულ ენაზე გამოიცემა. კრებულს გერმანული გამომცემლობა “ paramon verlag“ გამოსცემს.
კრებულში თავმოყრილია ვაჟა ფშაველას რჩეული მოთხრობები: „შვლის ნუკრის ნაამბობი“, „ჩხიკვთა ქორწილი“, „სათაგური“, „ამოდის, ნათდება!“, „მთანი მაღალნი“,“მთის წყარო,“ „როგორ გაჩნდნენ ბუები ქვეყანაზე“.
პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
ამავე პროგრამის ფარგლებში, 2013 წელს ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე ითარგმნა და გამოიცა ვაჟა-ფშაველას სამი პოემა: “ალუდა ქეთელაური”, „გველისმჭამელი“ და „სტუმარ მასპინძელი“.
13 თებერვალი, 2016. 13:40
12 თებერვალი, 2016. 00:11
09 თებერვალი, 2016. 00:52
08 თებერვალი, 2016. 17:08
08 თებერვალი, 2016. 16:03
08 თებერვალი, 2016. 12:02
04 თებერვალი, 2016. 12:00
04 თებერვალი, 2016. 11:23
03 თებერვალი, 2016. 12:30
03 თებერვალი, 2016. 04:27
31 იანვარი, 2016. 01:21
29 იანვარი, 2016. 21:29
29 იანვარი, 2016. 02:50