reportiori.ge - დიდი კაცი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:49
სპორტი
დიდი კაცი
ავტორი:
16 აგვისტო, 2013. 17:27

ილარიონ ხაზარაძე გარდაიცვალა

სამწუხაროდ, დღეს,  როცა ტელეეკრანი და ჟურნალ-გაზეთები პოლიტიკისა და შოუ-ბიზნესის საშუალო დონის „ვარსკვლავებს აქვთ „დაპყრობილი,  ბევრი ახალგაზრდისთვის შეიძლება არაფრისმთქმელია ეს გვარ-სახელი, მაგრამ უფროსი და საშუალო თაობებისთვის –ევრისმთქმელია... იმიტომ, რომ დიდი კაცი იყო ილარიონ ხაზარაძე – მთელი საქართველო სიყვარულით „ლარიკას რომ ეძახდა, მაშინაც კი, როცა ასაკით მერვე ათეულს მიილევდა.

დიდი კაცი იყო ილარიონ ხაზარაძე – ფიზიკურად მძლე და ახოვანი, ინტელექტით გამორჩეული, ერთგული მეგობარი, სანათესაოს მომფერებელი, სხვათა სიკეთით გამხარებელი, მოკრძალებული...

ილარიონ ხაზარაძე იყო იმ გუნდის წევრი, რომელმაც 1962 წელს, მადრიდის „რეალის დამარცხებით, ევროპის ჩემპიონთა თასი მოიპოვა და კალათბურთის ქართველ გულშემატკივარს უდიდესი სიხარული განაცდევინა. ილარიონ ხაზარაძე ერთი იმათგანი იყო, ვინც, გმირულად ჩატარებული ფინალის შემდეგ, ჟენევაში, თამაშზე მყოფ გრიგოლ რობაქიძეს ათქმევინა „დავინახე ყამირითგან ამოხეთქილი ძალა ქართული: მაგარი!

 უფროს თაობას, ვისაც ამ ამბის შეხსენება არ სჭირდება, ძალიან დააკლდება დიდი კაცი  – ლარიკა, ილარიონ ხაზარაძე. მისი ლამაზი სული ახლა ზეციური საქართველოს  გზას ადგას. ჩვენი ლოცვაც შევაწიოთ, სამარადისო სამყოფელში მიმავალ ვაჟკაცს!

 

ნუგზარ ფოფხაძე, თამაზ ჩიქვანაია, გოჩა ხუნდაძე

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016