ეგვიპტეში ისევ შეტაკებებია. სამართალდამცველებისა და დემონსტრანტების დაპირისპირებას 91 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაკავებულია ათასზე მეტი ისლამისტი.
გავრცელებული ინფრომაციით ეგვიპტის უსაფრთხოების ძალებმა ალყაში მოაქციეს მეჩეთი, სადაც მუსლიმთა საძმოს ასობით მომხრემ ღამე გაათენა. მომიტინგეები აქციების შეწყვეტას მაინც არ აპირებენ. მუსლიმთა საძმო მუჰამედ მურსის პატიმრობიდან გათავისუფლებასა და ქვეყნის სათავეში დაბრუნებას მოითხოვს.
ბოლო მონაცემებით 50 ადამიანი კაიროში, 16 ალექსანდრიაში , 5 ცენტრალურ ეგვიპტეში, ხოლო რვა ნილოსის დელტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიღუპა. მსხვერპლია პოლიციის რიგებშიც, არეულობას რვა სამართალდამცველი შეეწირა.
ეგვიპტეში ძალოვანების მიერ ხალხის წინააღმდეგ განხორციელებულ ძალადობას მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც აპროტესტებენ და ჯარის ყაზარმებში დაბრუნებას მოითხოვენ