reportiori.ge - შალვა რამიშვილის დაბრუნება - დიდი ფიასკო „იმედზე“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:29
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
შალვა რამიშვილის დაბრუნება - დიდი ფიასკო „იმედზე“
ავტორი:
30 აპრილი, 2014. 15:43



ბავშვობაში ყველას გაგვიგია ფრაზები ნიჭიერ, მაგრამ ზარმაც თანატოლებზე, რომლებსაც შრომისმოყვარე უნიჭომ აჯობა, თუმცა არასოდეს არავინ გვეუბნებოდა ნიჭიერ და შრომისმოყვარე ინდივიდებზე, რომლებმაც ყველანაირი კრეატივი ასაკთან ერთად დაკარგეს და ახალგაზრდობისდროინდელი თავბრუდამხვევი წარმატების მიუხედავად, არარეალიზებული ადამიანების იმიჯი მოირგეს.

შალვა რამიშვილი ჩვენი ბავშვობის, ჩვენზე დიდების ახალგაზრდობის და უფროსი თაობის ადამიანების ყოველდღიურობის  ნათელ წერტილთან ასოცირდებოდა. „დარდუბალა“, „202“ და, რა თქმა უნდა, „რადიო 105“. რადიო, რომელიც 90-იანების ერთგვარ ლეგენდად არის ქცეული და რომლის მახვილი ხუმრობებიც დღესაც პოპულარულია.

ამბობენ, რომ კრეატიულობა და ნიჭი არ ხუნდება და ცვდება. ალბათ, ასეცაა, თუმცა ადამიანები მათ მაინც კარგავენ. უფრო სწორად, კონცენტრირებას სხვების წარმატებასა და საკუთარ წარუმატებლობაზე ფიქრში, უკეთესის კეთების სურვილსა და ვერგანხორციელებასა თუ რაღაცებზე დაბოღმვაში ახდენენ. მერე იხსენებენ წარსულის დიდებას და, მომენატალურად, თვითშეფასება ზემოთ, კრეატივი კი - ქვემოთ მიიწევს.

ზუსტად ეს შთაბეჭდილება დამრჩა, შალვა რამიშვილის შოუს ყურებისას. მთელი საათის განმავლობაში, მხოლოდ ერთ ან ორ პატარა მონაკვეთზე ოდნავ რომ გამეღიმა, ეჭვმაც გამკრა, ეკრანზე მართლა „რადიო 105“-ის შემქნელი კაცი აცოდვილებდა იუმორს თუ არა. ამბობენ, რომ ბილწსიტყვაობითა და უხამსობით ხალხის აგდება ყველაზე იაფფასიანი ხერხია. თუმცა ძალიან უნდა მოინდომო, უხამსობაც რომ უხარისხო გამოგივიდეს. ასეთი რამ კი ისევ იმ კაცის შოუში ვნახე, „რადიო 105“ რომ შექმნა. ვნახე და დავრწმუნდი, რომ უხარისხო უხამსობაც დიდი საცოდაობაა.

დიდძუძუებიანი, ვულგარული ქალი, რომელიც დაუკმაყოფილებელი ავაზას როლს თამაშობს, რუსული აქცენტით მოლაპარაკე გოგო, რომელიც სტერეოტიპული, შტერი ქალის იმიჯს ირგებს, ვითომ შეხუმრებული, უადგილო და უკბილო გინება მუსიკალური ბენდის ხელმძღვანელთან, ბეგბედერის „99 ფრანგის“ მოტივებზე აწყობილი უსუსური მონოლოგი თუ სექსის თემის გაუთავებელი, უნიჭო ტრიალი, სიბრალულის გარდა, სხვა გრძნობას არ გიტოვებს. გარდა იმისა, რომ შალვას იუმორი დაუძველდა და აშკარად ასაკობრივ-შემოქმედებითი კრიზისს განიცდის, თვითშეფასება მოწოდების სიმაღლეზე აქვს.

ისე, შენი თავი როგორი მაგარი ტიპი უნდა გეგონოს, ყველანაირ კოლეგიალურობას რომ უარჰყოფდე, თავს სხვებზე მაღლა აყენებდე და იმდენის უფლებას აძლევდე, ვიღაც სახალხოდ ლანძღო, შეურაცხყოფა მიაყენო და შენ გარშემო შემოკრებილი ტაშის დამკვრელები გაამხიარულო. გიორგი გაბუნიას ფეიჯის საჯაროდ დალაიქება კიდევ, პატარა ადამიანებისათვის დამახასიათებელი საქციელია.

ზოგადად, ჩვენი, ადამიანების პრობლემა ჩაკეტილ წრეში ყოფნაა. გამუდმებით ისეთი ადამიანების გვერდით ვტრიალებთ, რომლებთან ურთიერთობაც კომფორტულია. დადებით რაღაცებს გვეუბნებიან, გვაქებენ და ა.შ. მაგრამ როდესაც სხვა წრეებში შეღწევის პრეტენზია გვიჩნდება, უარყოფითი აზრის მოსასმენად და გასათვალისწინებლადაც უნდა ვიყოთ მზად. გადაცემის გასვლის შემდეგ, იუთუბის არხზეც და ფეისბუქის ფეიჯზეც, შალვას ფანები ტაშს უკრავდნენ და იუმორს უქებდნენ. თვითონაც, ალბათ, დარწმუნებულია, მისი ეთერში გამოჩენით, ტელევიზიაში ახალი ეპოქა დაიწყო და „იმედის“ რეიტინგიც არნახულად გაიზრდება (ეჭვიც არ მეპარება, რომ თავისივე ნათქვამი ეს სიტყვები ღრმად სწამს), რეიტინგად კი ყოფილი კოლეგებისა თუ „რუსთავი 2-ის“ წარმომადგენლების ადეკვატურ რეაქციას მიიჩნევს და ზეიმობს.

შალვას რეალური პრობლემა ის არის, რომ საკუთარი ბოღმის არეალში ტრიალებს, კონკურენტებზე გაბრაზებას ვერ ერევა და უკეთესის გაკეთების ნაცვლად, მათზე უკბილო სარკაზმის კეთებით არის დაკავებული. ხალხს კიდევ, ერთი და იგივე ადამიანური პრობლემები თუ არასრულფასოვნების კომპლექსი, ყელში მალე ამოსდის.

გადაცემის ერთ-ერთ  ბლოკში, შალვასა და მის გუნდს, ოთარ ტატიშვილი ხუმრობით უსურვებს,  არასოდეს ჰქონოდეს გადაცემას რეიტინგი და არასოდეს გაეცინოს ხუმრობებზე ხალხს. პირველი გადაცემის ხარისხით თუ ვიმსჯელებთ, შალვა რამიშვილს ეს გარანტირებული აქვს.




თამარ კარელიძე

Media.ge


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016