საქართველოს ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით მალე საქართველო სულ მცირე 5 პროცენტიან ზრდას მიაღწევს. ხადურმა კომენტარი მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.
"პირველი კვარტლის მონაცემები დამაიმედებელია და ადასტურებს, როგორც საქართველოს მთავრობის, ისე მსოფლიო ბანკის პროგნოზების რეალისტურობას. რაც შეეხება წყაროებს, გასახარი ის არის, რომ არის ექსპორტის ზრდა და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, კერძო სექტორის გააქტიურება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეკონონიკურ ზრდასთან მიმართებაში ჩვენი გეგმა არ არის შეცვლილი. ისევ ვამბობთ, რომ იქნება მინიმუმ 5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა, თუმცა პირველი კვარტალი უფრო ოპტიმისტური იმედების საშუალებასაც გვაძლევს. გასულ წელთან შედარებით ეკონომიკა დაახლებით 8 პროცენტითაა გაზრდილი", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.