reportiori.ge - თეიმურაზ ქორიძე: ქალბატონო ანა, შეუნდეთ ბნელცოდვილს...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2024. 08:29
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
თეიმურაზ ქორიძე: ქალბატონო ანა, შეუნდეთ ბნელცოდვილს...
ავტორი:
02 მაისი, 2014. 15:07



არ მეგონა, თუ ოდესმე მოვესწრებოდი იმ დღეს, როცა ქართულ ენაზე მოლაპარაკე კაცი ანა კალანდაძეს უსინდისოს უწოდებდა.

 

მაპატიე, ჩემო უძვირფასესო, ჩემო უსაყვარლესო, ჩემო უსათნოესო, ჩემო სიამაყევ, ჩემო დიდო ქალბატონო ანა...

 

მაპატიეთ, ბატონო ჭაბუა, ბატონო გურამ... მაპატიეთ, ყველამ, ვისაც ერთმა ახალგაზრდა კაცმა თავისი გამოუცდელობისა და მოჭარბებული ემოციების გამო უსინდისობა დაგაბრალათ.

 

იგი თქვენ არ გიცნობთ. მას არ უნახავს თათრის გოგონა დაირით ხელში და უზუნდარას მოცეკვავე გველი. იგი არ არის ის კაცი, ვისთვისაც ძმობა და სიყვარული საკეთებელზე მეტია...

 

იგი არც ის კაცია, ვისაც ძლიერ უყვარს საკუთარი ქვეყნის ლიტერატურა.

 

მე თქვენ მიყვარხართ, ჩემო ძვირფასებო. მე ვიცი თქვენი ფასითქვენ ხართ ჩემი საფიცარი საქართველო, თქვენით იამაყებენ ჩვენი მომავალი თაობები და დღესაც თუ რამ საამაყო გვაქვს, ეს თქვენ ბრძანდებით, ეს თქვენი წიგნებია...

 

 

თქვენ ხომ მუდამ შენდობას, სიყვარულს და მიტევებას მასწავლიდით.

 

 

ვიცი, უცრემლოდ ძნელია ამ ტკივილის ატანათქვენი შვილების კარიერისთვისო, თქვენს მიერ აღებული ქრთამებისთვისო, შეჭმული პურმარილებისთვისო... არა კაცთმოყვარეობისა და სამართლიანობის დასამკვიდრებლად, არამედ სწორედ გაუმაძღრობის გამო მოითხოვთ ერთი ყოფილი სახელმწიფო მოხელისთვის მდგომარეობის შემსუბუქებასო.

 

 

მაპატიე, შვილის სიყვარულის უნახავად დარჩენილო დიდო ქალბატონო ანა, მაპატიეთ, შვილების დაკარგვით სიბერეგამწარებულო და დუხჭირ ცხოვრებაგამოვლილო ბატონო ჭაბუა და ბატონო გურამ... მაპატიეთ ყველამ, ვინც ხელი მოაწერეთ სულხან მოლაშვილისთვის მძიმე ხვედრის შემსუბუქების თხოვნას და ვერასოდეს ივარაუდებდით, რომ ამ კეთილშობილური ნაბიჯისთვის თვით საქართველოს პრეზიდენტი უსინდისოს გიწოდებდათ.

 

 

თქვენს სიმაღლეზე საკუთარი თავის დაყენებას როგორ გავბედავ, მაგრამ ჩემთვის უდიდესი პატივი იქნებოდა, მეც მომეწერა ხელი იმ დოკუმენტისთვის, რომელსაც ანა კალანდაძის, ჭაბუა ამირეჯიბის, გურამ დოჩანაშვილის... სახელები ამშვენებს.

 

 

მერე რა, რომ პრეზიდენტმა არ შეისმინა თქვენი მოკრძალებული თხოვნა. შეისმინა კი არა, განებივრებული ბავშვის ჭირვეულობით თქვა, იმ თქვენს მოლაშვილს ციხიდან მანამ არ გავუშვებ, სანამ მოპარულს უკანასკნელ თეთრამდე უკან არ დააბრუნებსო.

 

 

გემუდარებით, ეჭვს ნუ შეიტანთ ჩვენი ახალგაზრდა პრეზიდენტის სამშობლოსადმი სიყვარულსა და კეთილ განზრახვაში. პრეზიდენტობა კაცისთვის ძალიან მძიმე ტვირთია, მაგრამ ახალგაზრდული სიფიცხისა და დაუოკებელი ენერგიის გამო, იგი, ალბათ, ვერ გრძნობს ამ ტვირთის სიმძიმეს. ალბათ არც ვინმე წრფელი გულშემატკივარი და დამრიგებელი ჰყავსურჩიოს, როგორ ელაპარაკოს თავისი ხალხის რჩეულთ; უთხრას, რომ ეჭვმიტანილის დამნაშავედ გამოცხადების უფლება აქვს სასამართლოს და მხოლოდ სასამართლოს; რომ პრეზიდენტის თუნდაც ერთი გადაკრული სიტყვა, შესაძლოა, საბედისწერო შეცდომის სათავედ იქცესსასამართლომ უდანაშაულოდ ცნოს აშკარა დანაშავე ან გაცილებით უარესიდაისაჯოს უდანაშაულო ადამიანი; აუხსნას, რომ ხელისუფლება იმ ქვეყნისა, სადაც არსებობს პრეზიდენტის მითითებით ადამიანის დაპატიმრების და გასამართლების შესაძლებლობა, განწირულია დასაღუპავად.

 

 

ჯერ კიდევ გუშინ თქვენც ხომ ჩემსავით თავს ირწმუნებდით, ახალი ხელისუფლება ქვეყანაში კანონიერების, სამართლიანობის, სიკეთის, ურთიერთპატივისცემის დასამკვიდრებლად მოვიდაო. ის ხელისუფლება მოვიდა, ავის და კარგის, ბოროტის და კეთილის, ნამდვილის და ყალბის, ცოდნის და უვიცობის გარჩევა რომ იცისო.

 

 

თქვენც ხომ ძალიან კარგად გახსოვთ, ოდესღაც ვის წიგნებს წვავდნენ ბერლინში და სულ რაღაც თხუთმეტიოდე წლის წინათ, ვის წიგნებს წვავდნენ თბილისში, ვერის პარკში!

 

 

თქვენც ხომ კარგად გახსოვთ, რამდენმა კაცმა გააცილა უკანასკნელ გზაზე დიდი მწერალი რეზო ინანიშვილი.

 

 

თქვენც ხომ ძალიან კარგად იცით, რომ მომავალი თაობები თქვენს წიგნებზე, თქვენს მაგალითზე გაიზრდებიან და არა რომელიმე პროვინციელი პოლიტიკოსის შეურაცხმყოფელი სატელევიზიო გამოსვლების ჩანაწერებზე.

 

 

ყველა ასეთიპოლტიკოსიპიროვნების საჯარო შეურაცხყოფისა და ცილისწამებისთვის, ღირსებისა და პატივის შელახვისთვის საჯარო გასამართლების ღირსია, მაგრამ ვიცი, თქვენ დიდსულოვნად შეუნდობთ პრეზიდენტის მშობლებს შვილის უღირსი საქციელის გამო.

მაპატიეთ, დიდო ქალბატონო ანა, ბატონო ჭაბუა, ბატონო გურამ... ერთი ახალგაზრდა კაცის უღირსი საქციელისათვის: მას ანა კალანდაძის, ჭაბუა ამირეჯიბის, გურამ დოჩანაშვილის, დავით გურამიშვილის, ვაჟა-ფშაველას, მიხეილ ჯავახიშვილის, ნიკო ლორთქიფანიძის, დავით კლდიაშვილის, გალაკტიონის, გოგლას, ილიას, აკაკის... გასაცნობად იქნებ არც ოდესმე ეცალა, არც ახლა სცალია და კიდევ დიდხანს ვერ მოიცლის.

 

 

ამქვეყნად კი ყველაფერს თავისი დრო აქვს.

სწავლასაც!

 

 

მძიმე შეურაცხყოფა მხოლოდ თქვენ კი არ მოგაყენეს, მთელს მოაზროვნე საქართველოს გააწნეს სილა. ამიტომ მეც თქვენზე არანაკლებ მეწვის ლოყა და თქვენზე არანაკლებ მახრჩობს ცრემლი.

 

 

თქვენ ბრძენი ადამიანები ბრძანდებით და უეჭველად იცით, რომ ის ავბედითი წამოცდენილი სიტყვა არ მოდის ჩვენი ახალგაზრდა პრეზიდენტისგან. იგი იმ პერიოდიდან მოდის, როცა პროლეტარიატის დიდმა ბელადმა ინტელიგენტებსდამპალიუწოდა და მათ გაუგონარი რეპრესიები მოუწყო. ეს იმ დროის გამოძახილია, როცა ქართველი ხალხის რჩეულ ნაწილს პოლიტიკოსებიწითელ ინტელიგენციას“, „კორუმპირებულს“, „აგენტს“, „მოღალატესეძახდნენ.

 

 

მოდი, დავიჯეროთ, რომ ის სიტყვები პრეზიდენტ სააკაშვილს ცხელ გულზე ძველის ინერციით წამოცდა და ამას ახლა მწარედ ნანობს.

უეჭველად ასე იქნება, რადგან თავად პრეზიდენტი სააკაშვილი პროლეტარული წარმოშობისა კი არა, ინტელიგენტური ოჯახის შვილია და მისი მწარე სილაქი, უპირველესად, მისივე ოჯახის წევრებს უნდა მოხვედროდა.

 

 

მაპატიეთ, მე მაპატიეთ, რადგან სწორედ მე ვარ ნაწილი იმ საზოგადოებისა, ვინც ათასი წლის შემდეგ ხელში სასოებით აიღებს ანა კალანდაძის, ჭაბუა ამირეჯიბის, გურამ დოჩანაშვილის... წიგნებს.

 

 

მერწმუნეთ, დღევანდელი პოლიტიკური მოღვაწეები მაშინ დიდი ხნის და სამუდამოდ დავიწყებული იქნებიან.

 

 

 

P.S. საერთოდ, არ მახსენდება ჩემი წერილი, რომლის გამოქვეყნებაზეც რომელიმე გაზეთს უარი ეთქვას. ეს გამონაკლისია - ათი წლის წინათ ყველა გაზეთმა, ვისაც მივმართე, უარი მითხრა.

 

 

 

(მარტი, 2004 . თეიმურაზ ქორიძე)


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016