დღეს, ერთ-ერთი მედიასაშუალებით, ახლადგამოჩენილი მომღერლის, სალომე ტეტიაშვილის ფოტო გავრცელდა, სათაურით "კამერის წინ სალომე ტეტიაშვილიც გაშიშვლდა". ფოტოზე სალომე სანაპიროზე საცურაო კოსტიუმით არის აღბეჭდილი. თავისი აღშფოთება სალომემ სოციალური ქსელი საშუალებით გამოხატა, რომელსაც რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი გამოეხმაურა: სალომე, ბოდიშს მოგიხდი, მაგრამ რამდენადაც დიდი გამოცდილება მაქვს მასმედიასთან ურთიერთობის, თავს უფლებას მივცემ პატარა რჩევასავით მოგცე. რაც უფრო ხშირად გამოეხმაურები ასეთ პუბლიკაციებს, მით უფრო გახშირდებიან ისინი. მერე დაბეჭდავენ, რომ ამაზე თქვი ის, მერე იმას, რომ იმაზე თქვი ეს და ა.შ... ასეთ ტაბლოიდებზე ყველაზე სწორი რეაქციაა სრული იგნორი. არ შეიმჩნიო საერთოდ და არც ფეისბუქზე არ გამოეხმაურო. უბრალოდ დაიკიდე. ასევე მოერიდე ტაბლოიდებთან და არასოლიდურ გამოცემებთან ინტერვიუებს. სოლიდურ გამოცემებთან და ტელევიზიებთან ინტერვიუები ისედაც გექნება.
გისურვებ წარმატებებს“.
(წყარო: PrimeTime.ge)