სწრაფად და იაფად გსურთ გახდომა?! საჭმელი სოდის ვარიანტი იდეალურია, რადგან დღეში ორ კილოგრამამდე დაკლებას შეძლებთ.
გამოცდილი ადამიანები გვირჩევენ: აბაზანაში ჩაასხით საბანაოდ კომფორტულად ცხელი წყალი. ჩაყარეთ ორასი გრამი საჭმელი სოდა და ნახევარი კილოგრამი მარილი. აურიეთ კარგად და ათი-თხუთმეტი წუთით ჩაწექით ამ აბაზანაში.
ასეთ აბაზანაში წოლა ხელს უწყობს ჭარბ ოფლდენას და დიდი რაოდენობით სითხის გამოდევნას. ამ შემთხვევაში სწრაფი გახდომა სითხის დაკლების ხარჯზე ხდება. თუ ამგვარი ბანაობის შემდეგ სასწორზე შედგებით, გაოცდებით.
არ დაგავიწყდეთ, რომ ასეთი აბაზანის შემდეგ სწრაფადვე თბილად უნდა ჩაიცვათ ან საბანი შემოიხვიოთ, რადგან სითხის გამოდევნის პროცესი ბანაობიდან ნახევარი საათის შემდეგაც გრძელდება.
აბაზანის შემდეგ სოდიანი წყალი უნდა დალიოთ, რომ გაუწყლოება არ დაგემართოთ. ასეთი აბაზანა უნდა მიიღოს იმან, ვინც ჯანმრთელია და მხოლოდ ორ კვირაში ერთხელ - ამაზე დიდი სიხშირით არ შეიძლება.