ყვითელი
ბარაქ ობამა: მარკ ჰაკაბი სულ პუტინის შიშველ ტორსზე საუბრობს
ავტორი: ლილუ მიროტაძე
04 მაისი, 2014. 17:53
აშშ პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ მედიისათვის გამართულ მიღებაზე რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის შესახებ იხუმრა.
„შარშან ერთ-ერთმა პუბლიცისტმა პეტ ბუკენენმა თქვა, რომ პუტინი ნობელის მშვიდობის პრემიის მიღებისაკენ მიდის. უცნაურად ჟღერს, მაგრამ მინდა განვაცხადო, რომ ამ პრემიას ასე არიგებენ და ყველას აძლევენ? თუ ეს ასეა, არ გამოვრიცხავ ამის შესაძლებლობას", - განაცხადა ობამამ.
აშშ პრეზიდენტი პუტინის შიშველ ტორსსაც შეეხო.
„რუდი ჯულიანიმ თქვა, რომ პუტინი ნამდვილი ლიდერია, მარკ ჰაკაბი კიდევ სულ მის შიშველ ტორსზე საუბრობს, ეს საკმაოდ უცნაური განცხადებებია", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
05 თებერვალი, 2016. 12:24
02 იანვარი, 2016. 12:16
04 დეკემბერი, 2015. 11:00
04 დეკემბერი, 2015. 00:15
14 ოქტომბერი, 2015. 16:44
14 ოქტომბერი, 2015. 10:53